საქართველო უძველესი ცივილიზაციების სამეულში მოხვდა
ამერიკულმა ვებ-გვერდმა The Top Tens-მა ჩაატარა გამოკითხვა, რომლის თანახმად მომხმარებლებს უნდა აერჩიათ უძველესი ცივილიზაციების საუკეთესო ათეული.
გამოკითხულთა შეფასებით, საქართველომ რეიტინგში მესამე ადგილი დაიკავა.
პირველი და მეორე ადგილები წილად ხვდათ საბერძნეთსა და ეგვიპტეს. მომდევნო პოზიციებს იკავებენ რომი, ჩინეთი, ინდოეთი, სპარსეთი, ასევე აცტეკების იმპერია და სპარტა. ბოლო ადგილებზე მოხვდნენ კელტები, შუა საუკუნეების ინგლისი და ეთიოპია.
რეიტინგი იმ კრიტერიუმების მიხედვით შედგა, რომლებიც დამახასიათებელია უძველესი ცივილიზაციებისთვის. ვებ გვერდის მომხმარებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავიანთი მოსაზრება კომენტარების სახით გამოეთქვათ ამა თუ იმ ქვეყნის შესახებ, ასევე განემარტათ თუ რატომ ეკუთვნოდა ესა თუ ის ქვეყანა უძველეს ცივილიზაციას.
საქართველოს შესახებ კომენტარებში მომხმარებლები აღფრთოვანებას გამოთქვამენ ქვეყნის მდიდარი ბუნების, სტუმართმოყვარეობის, ქართული მრავალხმიანი სიმღერისა და ცეკვების შესახებ. საქართველოს ვაზის სამშობლოს უწოდებენ და იხსნებენ ლეგენდებს ოქროს საწმისისა და პრომეთეს შესახებ.
აღნიშნულია, რომ სწორედ საქართველოშია აღმოჩენილი უძველესი ჰომინიდები, ქართული ენა კი მსოფლიოში უძველეს ენათა ათეულში შედის.
The Top Tens-ის შარშანდელ რეიტინგში დავით აღმაშენებელი ყველა დროის საუკეთესო სამხედრო გენერლების ათეულის ლიდერი იყო, რომელმაც ალექსანდრე მაკედონელიც კი უკან ჩამოიტოვა.
სიახლეები
- "ირანში კონფლიქტმა შესაძლოა, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება შეანელოს" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "ირანელებს მოლაპარაკებები სურთ, მე ვუთხარი: „უკვე გვიანია“ - დონალდ ტრამპი
- "რაღაც შიდა თეატრი ჩამოაყალიბეს, მათი მიზანი მძიმე და შავბნელია" - გია ვოლსკი ოპოზიციის ნაწილის გაერთიანებაზე
- „დედიკოებო შეგიძლიათ ყოველი დღე საოცრებად აქციოთ, რადგან შესაძლებლობები თქვენს ხელშია“ - ბარბარე ნიშნიანიძე
- "2022 წელს საქართველო გადაურჩა ომს, რომელიც აუცილებლად იქნებოდა, ეს ხალხი რომ დახვედროდა ხელისუფლებაში ძალებს"
