''გვქონდა საუბარი შუა დერეფნის განვითარების საკითხებზე, მათ შორის, ტრამპის მარშრუტის საკითხზე'' - სამხარაძე – აშშ-ში ვიზიტზე
“გვქონდა საუბარი შუა დერეფნის განვითარების საკითხებზე, მათ შორის, ტრამპის მარშრუტის საკითხზე და აღვნიშნეთ, რომ ჩვენ მივესალმებით ტრამპის მარშრუტის განხორციელებას, რადგან მივიჩნევთ, რომ ეს არ არის შუა დერეფნის ალტერნატივა”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მან აშშ-ში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით ისაუბრა.
„ჩვენ დავუდასტურეთ, რომ მზად ვართ დავიწყოთ მუშაობა ახალ შეთანხმებაზე, რომელიც იქნება მიმართული ორმხრივი სარგებლის მიღებისკენ“, – აღნიშნა სამხარაძემ.
ცნობისთვის, საპარლამენტო დელეგაცია, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში შეხვედრებს მართავს.
სიახლეები
- პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
- იმერეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის ორი მოქალაქე დააკავეს
- ,,ობსერვატორიების თავზე ფრენების შეზღუდვა აქტიურად გამოიყენება მსოფლიო მასშტაბით და ამაში გასაკვირი არაფერია!"- ლადო სადღობელაშვილი
- 17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
- ქუთაისში ყაჩაღობისა და პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
