აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ შურს იძიებდა ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების სიკვდილისთვის
აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს ცნობას, რომ მისი კიდევ ერთი, მეოთხე, სამხედრო დაიღუპა 2 მარტს. X-ით გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ირანის ერთ-ერთი შეტევის დროს ამერიკელი სამხედრო დაიჭრა და შემდეგ გარდაიცვალა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ
შურს იძიებდა ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების სიკვდილისთვის და თქვა, რომ ირანთან ომი შეიძლება კვირები გაგრძელდეს.
2 მარტს ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ „თეირანის გულში“ ახალი „ფართო დარტყმა“ განახორციელეს მას შემდეგ, რაც არმიამ პირობა დადო, რომ „რეჟიმის ძირითად ელემენტებზე“ თავდასხმებს გააძლიერებდნენ.
AFP-ს ჟურნალისტების ცნობით, ირანის დედაქალაქის რამდენიმე უბანში ძლიერი აფეთქებები გაისმა, რამაც ცენტრში საცხოვრებელი
კორპუსები შეარყია.
სიახლეები
- ,,არავის აქვს უფლება ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში, როგორც ამას ზოგიერთი ევროპული სახელმწიფო ცდილობს"- კახა კალაძე
- ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღიკვეთა
- ,,ნებისმიერ შემთხვევაში ერთადერთი გზა, რომელმაც შეიძლება შეცვალოს ხელისუფლება, არის არჩევნები” – ზვიად შალამბერიძე
- ნებრასკაში, მაღაზიიდან ქალმა 3 წლის ბავშვი გაიტაცა და დაჭრა – პოლიციამ თავდამსხმელი ადგილზე მოკლა
- დღეს წაჩხურობას აღნიშნავენ
