ქუთაისში, ქალთა ისტორიული მიღწევებისა და თანამედროვე გამოწვევების შესახებ, საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საზოგადოებრივმა მოძრაობამ ,,ქალები კეთილდღეობისა და სიკეთისთვის’’, საერთაშორისო კონფერენცია გამართა. ,,ქალთა ისტორიული მიღწევები და თანამედროვე გამოწვევები’’- ამ თემაზე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საზოგადოებას პოლიტიკურ პროცესებში ქალთა აქტიური ჩართულობის ისტორიული ფაქტები შეახსენეს და მომავლის განვითარების პექრსპექტივებზე ისაუბრეს.
,,კონფერენცია ქალების ისტორიულ მონაპოვარსა და თანამედროვე გამოწვევებს ეხება, განვიხილავთ ქალების პრობლემებს. ვიმსჯელეთ იმის შესახებ რა ისტორიული მონაპოვარი გვქონდა ამ მხრივ და რაზე უნდა დავაშენოთ მომავლის განვითარების გეგმა, რა იყო წარსულის საუკეთესო გამოცდილება და რა უნდა ავიღოთ მისგან. ქალთა აქტივობების შესახებ ისეთი ისტორია გვაქვს, რომელიც ევროპის წამყვან ქვეყნებსაც შეშურდებათ. იმედი მაქვს ამ საქმიანობაში ქუთაისის მოსახლეობაც ჩაერთვება და ერთად ბევრ კეთილ საქმეს გავაკეთებთ,"-აღნიშნა Firstnews.ge-თან საუბარში საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ქალები კეთილდღეობისა და სიკეთისთვის’’ თავმჯდომარემ – ირმა პეტრიაშვილმა.
შეხვედრას არასამთავრობო სექტორის, მედიის წარმომადგენლები, უცხოეთიდან მოწვეული სტუმრები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. ისრაელიდან მოწვეული სტუმრის, იარონ შამირის თქმით, საქართველოში ქალთა უფლებები სათანადო დონეზე დაცული ჯერ კიდევ არ არის.
,,ამ მხრივ ისრაელში შედარებით უკეთესი მდგომარეობაა. 5 ძირითადი პარტიის ხელმძღვანელი ქალია. ისრაელის ეროვნული ბანკის და ორი დიდი კერძო ბანკის ხელმძღვანელებიც ქალები არიან. ჩვენ ამ მხრივ ბევრად წინ ვართ. ეს საკითხი პრიორიტეტულია ჩემთვის და მეც იმიტომ ჩამოვედი, რომ მხარი დავუჭირო ქალთა უფლებებს,’’ -განმარტა Firstnews.ge-თან საუბარში იარონ შამირმა.
შეხვედრაზე არაერთხელ აღინიშნა, რომ ქალების წინაშე არსებული გამოწვევები საერთაშორისო პრობლემაა და მის მოსაგვარებლად მსოფლიოს მასშტაბით აქტიური ღონისძიებების ჩატარებაა საჭირო.
,,საკითხს, რომელსაც დღეს განვიხილავთ, საზღვრები არ აქვს, ქალთა პრობლემები არსებობს უკრაინაშიც და საქართველოშიც. მსგავსი კონფერენციების ჩატარება ნამდვილად მნიშვნელოვანია,’’-აღნიშნა უკრაინიდან მოწვეულმა სტუმარმა, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ქალთა ძალის’’ წარმომადგენელმა, სვეტლანა ლეშენკამ.
სიახლეები
- ,,სალომე ზურაბიშვილს თავი ფარაონი ჰგონია"- გურამ მაჭარაშვილი
- ,,ვისაც უნდა ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, ხალხს მოუსმინონ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,შევდივარ ოპოზიციის მდგომარეობაში, რთულია ყოველდღე აქციები ატარო, თან როცა ქუჩის ქარიზმატული ლიდერები არ გვყავს"- გია ხუხაშვილი
- ,,იდიოტიზმს, რომელიც ახლა აქვთ მოწყობილი, იმ უიდეობას, რომელიც ახლა თბილისის ქუჩებში ხდება, სჯობს, დროზე შევიდნენ პარლამენტში"- იაგო ხვიჩია
- ძლიერ ქარიშხალს ორი ადამიანი ემსხვერპლა ვაშინგტონში