“რეგიონული ნაცაქტივისტები ხალხს ეუბნებიან, რომ წელს „ლელოზე“ მუშაობენ და რომ ასე გადაწყდა ზემოთ, ანუ წელს „ნაცებს“ და მათ ამომრჩეველს „ლელოს“ მიუგდებენ საჯიჯგნად” – ხვიჩია
“რეგიონული ნაცაქტივისტები ხალხს ეუბნებიან, რომ წელს „ლელოზე“ მუშაობენ და რომ ასე გადაწყდა ზემოთ, ანუ წელს „ნაცებს“ და მათ ამომრჩეველს „ლელოს“ მიუგდებენ საჯიჯგნად”, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში წერს.
„იმ დროს, როცა ხაბე მამუკას და გიორგის ე.წ. პროსტიტუტებს ეძახის, რეგიონული ნაცაქტივისტები ხალხს ეუბნებიან, რომ წელს „ლელოზე“ მუშაობენ და რომ ასე გადაწყდა ზემოთ. ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ, გასული წლის გვარამიას სპეცოპერაციის არ იყოს, წელს „ნაცებს“ და მათ ამომრჩეველს „ლელოს“ მიუგდებენ საჯიჯგნად. მე ვთვლი, რომ ეს უკვე შემდგარი ფაქტია, მხოლოდ რჩეული ნაცებიღა თუ გაუძლებენ ცდუნებას, მაგრამ უფრო საინტერესო ისაა, ამის მერე მაინც თუ მიხვდება რამეს ნაცამომრჩეველი, რადგან ვიდრე მათ ასე „ნაცურ წრეში“ დაუნდობლად და უაზროდ ატრიალებენ, ბატონი ბიძინას ძალაუფლებას არაფერი ემუქრება“, – წერს ხვიჩია.
სიახლეები
- ,,ევროპას სხვა მიზნები აქვს და რასაკვირველია, ეს დოკუმენტიც ამ მიზნისა და გეგმის აღსრულებისკენ არის მიმართული"- გიორგი ვოლსკი
- გარდაიცვალა მიტროპოლიტი სერაფიმე ჯოჯუა
- აშშ-ში სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაიღუპა
- სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წელს ეტიკეტირების წესის 770 დარღვევა გამოავლინა
- პოლიციამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით მანანა გიორგობიანი დააკავა
