კლინიკური ონკოლოგი, რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ის და მისი ოჯახის წევრებიც "ფაიზერის" ვაქცინით აიცრნენ.
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსი, მარინა ენდელაძე ამბობს, რომ ჯანდაცვის სექტორს სხვა გამოსავალი არ აქვს და საველე ჰოსპიტლები უნდა გაკეთდეს.
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორის, თნგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა კატასტროფულად მაღალია. ცერცვაძე მდგომარეობას საგანგაშოს უწოდებს.
კოვიდინფიცირებულთათვის ახალი პორტალი https://er.moh.gov.ge/ ამოქმედდა. მოქალაქეებს, რომლებსაც დაუდასტურდათ COVID-19 შესაძლებლობა აქვთ პორტალზე დარეგისტრირდნენ. 112-ის მიერ მიღებული ინფორმაცია დამუშავდება და შემდგომი მონიტორინგისათვის გადაეცემა ოჯახის ექიმს. აღნიშნულ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 49 189 კვლევა ტესტით, მათ შორის 29 357 კვლევა ანტიგენის ტესტით და 19 832 PCR ტესტით.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დელტა შტამი წინამორბედებთან შედარებით გაცილებით მძიმე მიმდინარეობით ხასიათდება და ლეტალური გამოსავალიც უფრო ხშირია.