საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან, პირბადის ტარება სავალდებულო იქნება ღია სივრცეში ყველგან, სადაც 5 და მეტი ადამიანი იკრიბება, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 23 439 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 2 236 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 146 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.54%.
საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა ტოკიო 2020-ზე მედლების ხარისხის მიხედვით 206 გუნდს შორის 33-ე ადგილი დაიკავა.
ამირან გამყრელიძემ დღეს თქვა, რომ ქვეყანაში ინფექციის შესაჩერებლად შესაძლოა გარკვეული შეზღუდვები დაწესდეს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.
ამ დროისათვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის "ლამბდა" ვარიანტს განსაკუთრებით საშიში შტამის სტატუსს არ ანიჭებს.