ეს პროცესები უკავშირდება სამინისტროს მიერ უკანონოდ გამოცემულ ბრძანებას - ზაალ გორგიძე
ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე, „ნამახვანის ჰესების კასკადის" სამშენებლო სამუშაოების შეწყვეტის მოთხოვნით აქცია გაიმართა.
აქციას მოსახლეობასთან ერთად გარემოს დამცველები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები მონაწილეობდნენ.მათი ოთხი ძირითადი მოთხოვნიდან ერთ-ერთს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას გადადგომა წარმოადგენდა.
აქციის მიზეზებსა და მოთხოვნებზე FirstNews.ge- ს „საიას“ ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელი ზაალ გორგიძე ესაუბრა:
„ეს პროცესები უკავშირდება სამინისტროს მიერ უკანონოდ გამოცემულ ბრძანებას, რომელიც 2020 წლის თებერვლის თვეში გამოიცა და აქედან დაიწყო ყველაფერი. ბრძანებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა მოაწერა ხელი. ამით მან მწვანე შუქი აუნთო იმ მოვლენებს, რაც დღეს ნამახვან ჰესთან დაკავშირებით, რიონის ხეობაში ხდება. „საიას“ მიერ გასაჩივრდა აღნიშნული ბრძანება. 1 წელია უკვე, რაც სასამართლო პროცესი არ ჩანიშნულა. სარჩელის შეტანიდან წელიწადი გახდება უკვე ერთ კვირაში. ხელშეკრულება გაფორმებულია იმ კომპანიასთან, რომელიც უკანონობას ითვალისწინებს. ასევე პრემიერ-მინისტრის გახარიას მიერაა გამოცემული განკარგულება, რომლითაც 99 წლით გადაეცათ მიწები. ასევე, აღშფოთება გამოიწვია მინისტრების ვიზიტმა, რომლებიც ქუთაისში იყვნენ ჩამოსულები, ხელშეკრულების განხილვაზე. მოსახლეობა და იურისტები მივიდნენ მერიაში პასუხების მისაღებად და10 წუთში გაიპარა მინისტრი, რადგან პასუხს ვერ გასცემდნენ იმ უკანონობას , რომელიც იმ ხელშეკრულებაში ეწერა,“- განაცხადა ზაალ გორგიძე.
სიახლეები
- რატომ ვირჩევთ ევროპას?
- "მართლაც კატასტროფაა იმის ყურება, თუ როგორი არაევროპული აღტყინებით იღებენ საკუთარ თავზე გეოგრაფიულად ევროპელები, ექსტრემიზმის სახელფასო სქემების დაფინანსებას"
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- 8 ოპოზიციური პარტია რეგიონებში წინააღმდეგობის წევრების ორგანიზებას იწყებს
- "ჩამოგდებული სამოქალაქო თვითმფრინავისთვის აზერბაიჯანი რუსეთს საერთაშორისო სასამართლოში უჩივის" - ილჰამ ალიევი