პირველი შესაძლებლობისთანავე ავიცრები - პაატა იმნაძე
მე მიწევს აცრა და, რა თქმა უნდა, პირველივე შესაძლებლობისთანავე ავიცრები, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პატარა იმნაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ერთი წელი შესრულდა, რაც დაიწყო პანდემია, ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს, დღეში ორ პაციენტს მაინც ვნახულობ და დღემდე მოვიტანე თავი, რომ არ ვარ ინფიცირებული. აქედან გამომდინარე, მე მიწევს აცრა და, რა თქმა უნდა, პირველივე შესაძლებლობისთანავე ავიცრები, დავრეგისტრირდები და ავიცრები“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია საქართველოში დღეს ჩამოვიდა.
სიახლეები
- "მოსალოდნელია თუ არა შემოდგომაზე მასშტაბური სამთავრობო ცვლილებები?!' - ვახტანგ ძაბირაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 10 ივნისიდან
- პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების ეტაპობრივ დანერგვას ითვალისწინებს
- არქიტექტორებისა და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირება პირველი სექტემბრის ნაცვლად 20 დეკემბრიდან იქნება სავალდებულო
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 9 ივნისიდან
