,,არა კაშხალს“, ,,გაიღვიძეთ საფრთხეა“, „არა დიდ ჰესებს“, „ქუთაისი საფრთხეშია“ - ამ სლოგანებით ქუთაისში საპროტესტო აქცია გაიმართა.
ყატარის ტელეკომპანია „ალ ჯაზირამ“ («Al Jazeera») თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა ჟურნალისტ როზამუნდ ბრენანის ვრცელი სტატია სათაურით „კრიტიკოსები საქართველოში მშენებარე ჰესის ფინანსურ და სოციალურ ნაკლოვანებებს ასახელებენ“, რომელშიც საუბარია სვანეთში, ნენსკრაჰესის მშენებლობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.
ხომ უნდა მოგივიდეს თავში, რომ COVID-19-ით სიკვდილობის გაზრდის მცდელობა დააბრალო ხელისუფლებას და ექიმებს?!, - ამის შესახებ ინფექციურის ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებას კლინიკის პრესსამსახური ავრცელებს.
ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ აუზებისა და ფიტნეს დარბაზების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს და კორონავირუსის გავრცელებისგან დაცვის მიზნით შემუშავებული რეგულაციების სამუშაო ვერსია განიხილეს.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გიორგი შაქარაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა და ფეხბურთელის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, კორონავირუსის გამო შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დროებით შეფერხებული სამუშაოები ამ დროისთვის აქტიურად გრძელდება.
როგორც სახელმწიფო რწმუნებულმა "მაესტრო რეგიონების" ეთერში განაცხადა, წლის ბოლომდე ყველა დაგეგმილი პროექტის განხორციელება დასრულდება.
"ინფრასტრუქტურული პროექტები პანდემიიდან გამომდინარე გარკვეულწილად შეფერხდა, მაგრამ ძალიან აქტიურად გაგრძელდა, ამ დროისთვის დაახლოებით 670 პროექტზე აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს იმ 1950 პროექტიდან, რომელიც წლის ბოლომდე უნდა განხორციელდეს. დაახლოებით 600 პროექტზე მიმდინარეობს შეფასება ტენდერის საშუალებით და უახლოეს პერიოდში დაიწყება სამუშაოები. 120 მილიონ ლარამდეა რაც იხარჯება იმერეთში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, ამას ემატება 220 მილიონი ლარი, რომლის სამუშაოებსაც საგზაო დეპარტამენტი ახორციელებს და მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურა რომ ვთქვათ, დაახლოებით 500 კილომეტრამდე გზა მოეწყო წელს იმერეთში, მიმდინარეობს ასევე 209 სკოლის რეაბილიტაცია, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების რეაბილიტაცია და მშენებლობები, ყველა მიმართულებით აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს და არცერთი პროექტი პანდემიის გამო შეჩერებული არ არის", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.