პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად, რეგიონებში გუბერნატორების ხელმძღვანელობით შექმნილი დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სხვადასხვა ტიპის პრევენციული ღონისძიებები მიმდინარეობს.
ქუთაისში კლინიკა "ლჯ და კომპანიის"მთავარმა ექიმმა კლინიკაში დაკვირვების ქვეშ მყოფ პაციენტებზე კომენტარი გააკეთა, როგორც თემურ ნადირაძე ამბობს, პაციენტებს რომლებიც დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდნენ კორონა ვირუსი არ დაუდასტურდათ, ნაწილი პაციენტების ანალიზები კი გაგზავნილია და პასუხებს ელოდებიან.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, კორონავირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, ქუთაისის საბავშვო ბაგა-ბაღებში სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო.
ეფრემ II ერთადერთი პატრიარქია, რომელმაც საბჭოთა რეპრესიების დროს 7 წელიწადი შორეულ გადასახლებაში გაატარა
სამების საკათედრო ტაძარში შენდობის ლოცვა აღევლინა. ლოცვის დასრულების შემდეგ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლს ქადაგებით მიმართა.