თბილისში, საახალწლო განათებები ჩაირთო. წელს რუსთველის გამზირზე პლანეტების ფორმის განათებებია განთავსებული, ხოლო თბილისის სხვადასხვა რაიონებში ძველი განათებებია გადატანილი.
2 წლისა და 4-თვიანი ტყვეობის შემდეგ, სანავთობო ტანკერ REX-ის კაპიტანი 56 წლის გენადი კომახიძე და კაპიტნის თანაშემწე 32 წლის რომა კაკალაძე გაათავისუფლეს.
უახლოეს წარსულში ჩვენი კოლეგა იყო, "პალიტრამედიაში" მუშაობდა, ამჟამად ანი სპარსიაშვილი პორტუგალიაში ცხოვრობს და სწავლობს. მეუღლე ჟოზე ანტონიო დე ბაროს როდრიგესთან ერთად.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მეუღლე სანდა რულოვსი ცოტნე გამსახურდიას დაჭრაში „პოლიტიკურ სარჩულს" ხედავს.
ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა არის ძალიან მძიმე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხეჩინაშვილის კლინიკის ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ კვაჭაძემ განუცხადა.
მისი თქმით, გამსახურდიას ორი ოპერაცია ჩაუტარდა.
"ამ ეტაპზე მისი სიმძიმე შეესაბამება გადატანილ ოპერაციულ ჩარევებს", - განაცხადა კვაჭაძემ.
თუ რა სახის ოპერაცია ჩაუტარდა ცოტნე გამსახურდიას, ექიმი ამბობს, რომ კონკრეტულ დეტალებზე, ჯერჯერობით, ვერ ისაუბრებს. ამასთან, კითხვაზე, ბასრი საგნით აქვს თუ არა ჭრილობები მიყენებული, ექიმი განმარტავს, რომ ვერც ამ დეტალებზე ისაუბრებს, თუმცა პაციენტს მრავლობითი ჭრილობები აღენიშნება.
"ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა. დღეს, რაიმე ტიპის ქირურგიული ჩარევა დაგეგმილი არ გავქვს, თუმცა გამორიცხული არ არის, რაღაც პერიოდის შემდეგ განმეორებითი ჩარევა დაგვჭირდეს. პაციენტი მართვით სუნთქვაზეა. მრავლობითი ჭრილობები აქვს, არა მხოლოდ გულ-მკერდის არეში, თავის არეშიც. ახლა მედიკამენტოზური ძილის ქვეშ იმყოფება", - განაცხადა ნიკოლოზ კვაჭაძემ.
„გამიყვანეს პოლიციაში. შემიყვანეს უკნიდან, როდესაც შემიყვანეს, იქ დამხვდა თორნიკე ონიანი, რომელიც არის, მგონი, პოლიციის უფროსი. ის დაახლოებით, 10-15 წუთის განმავლობაში მცემდა.