რატომ არის სუიციდი ცოდვა, რატომ გახშირდა მოზარდთა თვითმკვლელობები და რატომ არ უგებს ეკლესია წესს თვითმკვლელს
საქართველოში ბოლო დროს საგრძნობლად გახშირდა მოზარდებში თვითმკვლელობის შემთხვევები, რაც სხვადასხმა მიზეზითაა განპირობებული. ეკლესიური კანონმდებლობით, არ ხდება წესის აგება ადამიანისთვის, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
რა შემთხვევაში უგებს ეკლესიის თვითმკვლელს წესს, ანუ როდის უშვებს გამონაკლისს? - ამის შესახებ „ჰოთნიუსი“ მამა პეტრეს (კოლხი) ესაუბრა.
„მაცხოვარი ჩვენი უფალი იესო ქრისტე ბრძანებს, ადამიანს ნებისმიერი ცოდვა მიეტევება, გარდა სულიწმიდის გმობისა. სულიწმინდის გმობაში ერთ-ერთ ცოდვად შეიძლება ჩაითვალოს თვითმკვლელობა, ანუ ადამიანს, რომელიც საკუთარი ხელით და ნებით სისცოცხლის გაგრძელებაზე აცხადებს უარს, არ აქვს გადარჩენისა და ცხონების შანსი, შესაბამისად, როდესაც ჩვენ სახარების წესს ვარღვევთ, სულიწმინდის მგმობელის გარდა, ნებისმიერი ცხონდება“, - ამბობს მამა პეტრე.
მისივე თქმით, საეკლესიო კანონიკის თანახმად და სახარების სიტყვების შესაბამისად, შეუძლებელია, თვითმკვლელს წესი აეგოს და არა იმიტომ, რომ სახარება არ არის მოწყალე და შემწყნარებელი ნებისმიერი ადამიანის მიმართ, არამედ იმიტომ, რომ ადმაინის თავისუფალმა ნებამ საშუალება არ მისცა ეკლესიასა და საეკლესიო გამოცდილებას თვითმკვლელი ადამიანის მიმართ მოწყალე ყოფილიყო ეკლესია.
„სულიწმინდის მგმობელ ადამიანს წესი რომც აეგოს, ეს მის სულს კიდევ უფრო დაამძიმებს და შესაბამისად, ჩვენ მოვდივართ საეკლესიო გამოცდილების წინააღმდეგობაში, ანუ ეკლესია მაცხონებელ გზას გვერდს უვლის და იქნება ცდომილებაში, თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ თვითმკვლელი ადამიანების უმეტესობა ფსიქიკურად არიან შერყეულები, ამას არ ვგულისხმობ ყველაზე, მე ვგულისხმობ უმეტესობას. არიან ფსიქიკურად დაავადებული ადამიანები, რომელთა მიმართაც ეკლესიას აქვს თავისი მიდგომა. თუ ის ფსიქიკურად გაუწონასწორებელია, თუ ის სულიერად დაავადებულია, შესაბამისად მის მიერ განხორციელებულ საქციელზე პასუხს ვერ აგებდა, ეს ნიშნავს, რომ მან არაჯანსაღ, ანუ აფექტის მდგომარეობაში მიიიღო ეს გადაწყვეტილება. ამ დროს, რა თქმა უნდა, ეკლესია არის მოწყალე და უშვებს გარკვეულ გამონაკლისს, შესაბამისად მას ეკლესია უგებს წესს, მაგრამ არის სხვა შემთხვევვებიც, აი მაგალითად როგორიც არის პაოლო იაშვილისა და გალაკტიონ ტაბიძის შემთხვევა,“ - აცხადებს მამა პეტრე
მამა პეტრეს თქმითვე, თვითმკვლელი ადამიანი, რომელსაც ეკლესია წესს არ აუგებს, არ შიძლება ჩაითვალოს დაჩაგრულად.
„პაოლო იაშვილის პერიოდი რეპრესირების პერიოდი იყო ჩვენს ქვეყანაში, როდესაც ადამიანი ვერ უძლებდა ქვეყანაში არსებულ დიქტატურას, სწორედ იმის გამო, რომ პროტესტი გამოეხატა არსებული რეჟიმის მიმართ და მათ თავიანთი თვითმკვლელობით წასულიყვენენ რეჟიმის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, ეს არ არის გასამართლებელი საშუალება, მაგრამ მიმართავდნენ ისეთ უკიდურეს ზომებს, როგორიც არის თვითმკვლელობა.
პაოლო იაშვილმა თავი მოიკლა, მაგრამ ეკლესიამ ის შეიწყნარა, კერძოდ, უწმიდესმა ილია მეორემ შეიწყნარა და მეტსაც გეტყვით, მე მომცა ილია მეორემ ლოცვა-კურთხევა, რომ ამეგო პაოლო იაშვილისთვის წესი წლების შემდეგ... როდესაც ადამიანი თავს იკლავს, ეს ნიშნავს , რომ მას ღმერთის არ სწამს და თუ ღმერთის არ სწამს, არ აინტერესებს საეკლესიო კანონიკა და გამოცდილება, რა მნიშვნელობა აქვს ლოცვებში მოიხსენიებას?
რაც შეეხება რამდენიმიმე დღის წინ ტრაგიკულად გარდაცვლილ 15 წლის ლუკა სირაძეს, გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ის გადმოვარდა, თუ ზეწოლასა და ფსიქიკურ ძალადობას ვერ გაუძლო და ამის გამო მოიკლა თავი, რა თქმა უნდა, ეკლესიამ წესი აუცილებლად უნდა აუგოს და პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ლუკა სირაძეს აუგებენ წესს აუცილებლად,“ - ამბობს მამა პეტრე
მამა პეტრე განმარტავს მიზეზებს, თუ რატომ გახშირდა ბოლო დროს თვითმკვლელობის შემთხვევები. მისი თქმით, ადმიანებმა დაკარგეს პატივისცემა და სიყვარული მოზარდ თაობასთან.
„ამ შემთხვევაში გამოსავალი ის არის, რომ დავფიქრდეთ, იმიტომ გახშირდა თვითმკვლელობის შემთვევები, რომ ჩვენ დავკარგეთ პატივისცემა და სიყვარული მოზარდ თაობასთან, გაწყდა ყველანაირი კომუნიკაცია, საერთო ენა არ გაგვაჩნია, ისინი თვიანთთვის არიან, ჩვენ - ჩვენთვის და უპატრონოდ იზრდებიან. პატრონი არ ნიშნავს იმას, რომ კარგ უნივერსიტეტში ვასწავლო ჩემს შვილს და კარგად ჩავაცვა, ეს არ არის პატრონობა. პატრონობა არის ის, რომ ჩვენი შვილების უკანასკნელი უჯრედიც კი, ბოლო ამოსუნთქვაც რომ გვესმის და ვიცით, რა სტკივათ, რა უხარიათ და რას განიცდიან. სწორედ ეს კავშირები დაკარგა მშობელმა ბავშვის მიმართ. მატერიალური მზრუნველობა სხვა რამეა, მაგრამ ყველაზე მთავარი, შინაგანი სამყაროს შეცნობაა და მე დარწმუნებული ვარ, მშობლების უმეტესობა საკუთრ შვილებს შინაგანად არც იცნობს.
ამ შეთხვევაში, როდესაც მე ვსაუბრობ კონკრეტულ მდგომარეობაზე, მე მხოლოდ სახელმწიფო სისტემებს არ ვეხები, მე ვეხები, ჩემს თავს, პირველ რიგში, როგორც სასულიერო პირს, ჩვენც გვიწევს ბევრ რამეზე დაფიქრება, რომ პილატე პონტოელივით სხვას არ შევახოცოთ ხელი, ამით გამოსავალს ვერ ვიპოვით. პირველ რიგში მე, როგორც სასულიერო პირი, უნდა ვიდგე მოწოდების სიმაღლეზე და მესმოდეს ყველა ადამიანის და მით უფრო მოზარდის შინაგანი გრძნობების ტკივილი, რადგან ხშირ შემთხვევაში მოზარდები ძალიან გულწრფელ და მართალ პროტესტს გამოთქვამენ. ჩვენ მეტი მოგვეთხოვება უფროსებს, მშობლებს, ჩვენ მეტი უნდა ვაკეთოთ“, - აცხადებს მამა პეტრე
მამა პეტრეს თქმით, მოძღვარს არ აქვს პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე მისცეს თავს უფლება აუგოს წესი თვითმკვლელს.
„მოძღვარს საპატრიარქომ უნდა მისცეს ლოცვა-კურთხევა, აუგოს თუ არა წესი თვითმკვლელს. კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გამოირკვეს თუ რასთან გვაქვს საქმე და ამის შემდეგ არის შესაძლებელი კომისიის გადაწყვეტილების თანახმად, აიგება თუ არა წესი.
რაც შეეხება დიმიტრის შაბათს, ეს არის აპოკრიფი, ერთგვარი გამოცემა, რომ იმ დღეს მართალი ანგელოზები ჩადიან ჯოჯოხეთში და ამოჰყავთ თვითმკვლელთა სულები.
მოკლედ ჩვენ გვაქვს კეთილი ნებაც და უფლებაც , რომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც ჩვენ გვტკივა, ვინც ჩვენ გვიხარია, პირად ლოცვებში მოვიხსენიოთ. შეუძლებელია ლუკა სირაძეზე მთელმა საქართველომ არ ილოცოს, რადგან თუ ლუკამ მართლა თავი მოიკლა, ყველა ჩვენგანი ვართ დამნაშავე“, - ამბობს მამა პეტრე.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"