როგორ გავაძლიეროთ საზოგადოებაში სამოქალაქო პასუხისმგებლობა და აქტივიზმი

,,ეს ქვეყანა  შენია’’

ჩვენი ქვეყანა არის სივრცე, სადაც საერთო ფასეულობებს ვაყალიბებთ, სამშობლოს, ოჯახის, ერთმანეთის  სიყვარულს, მეგობრობას, ჯანმრთელობას. ყოველივე ეს ჩვენს არსებობას აზრს სძენს.

 

ქვეყანა საკუთარი თავიდან იწყება, მე ვარ ამ ქვეყნის პატრონი. მე, შენ, ჩვენ ერთად ვქმნით ჩვენი ქვეყნის მომავალს. ჩვენი ვალია გავაღვიძოთ ცნობისმოყვარეობა, აღმოვაჩინოთ მისი ეთნიკური, კულტურული და რელიგიური მრავალფეროვნება.

 

მე და შენ ვართ მასზე პასუხისმგებელი, რომ დავამკვიდროთ და გავავრცელოთ ღირებულება, რაზეც დგას სამოქალაქო საზოგადოება. შევქმნათ ჭეშმარიტი იდეოლოგია და დავიწყოთ სოციალური ცვლილებები.

 

არაჩვეულებრივი დროა იმისთვის, რომ ჩამოვაყალიბოთ მნიშვნელოვანი აქტივობები.

 

თითოეულ ადამიანში გავაღვიძოთ მოქალაქე, რათა ყოველმა ჩვენგანმა გააზიაროს ღირებულება,  ცვლილებები, შევქმნათ ინოვაციები, პოზიტიური და ოპტიმისტური გარემო.

 

ცნობილი გამონათქვამის მიხედვით ,,დრო არასოდეს არის საკმარისი ყველაფრის გასაკეთებლად, მაგრამ საკმარისზე მეტია მნიშვნელოვნის გასაკეთებლად’’.

 

მე, შენ, ჩვენ დავიწყოთ ცვლილებები! საკუთარ თავზე ავიღოთ მართვის სტრატეგია!

შევქმნათ და განვსაზღვროთ სამოქალაქო ღირებულებები.

ხელი შევუწყოთ სამოქალაქო აქტივიზმს.

წარმოვქმნათ მუხტი, - უკეთესის კეთების!

შემდეგ კი ვიმოქმედოთ...

 

ზოგადად ადამიანებს, ძალიან ხშირად აქვთ იმის პრობლემა, რომ არ იციან, თუ რა უნდათ და რა აკეთონ სინამდვილეში. უჭირთ იმის აღქმა, რომ როგორ მართონ საკუთარი ცხოვრება, არადა ჩვენი ცხოვრების თითოეული წამი ხომ უძვირფასესია...

 

სასიამოვნოა როცა აცნობიერებ, რა მიმართულებით მიდიხარ და რა შედეგს მოგცემს ეს მიმართულება. მნიშვნელოვანი ასპექტია მიზეზშედეგობრიობის დადგენა. ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ შედეგია. ჯანმრთელობა, სიმდიდრე, სიღარიბე, წარმატება თუ წარუმატებლობა, თითოეულ შედეგს კონკრეტული ახსნა და მიზეზი აქვს. მნიშვნელოვანია ამ მიზეზის გაცნობიერება, სამყარო ხომ დიდი სარკეა, რომელიც ადამიანის თითოეულ მოქმედებას, აზრებს ირეკლავს და შემდეგ უკანვე გვიბრუნებს. სწორედ ამიტომ გვმართებს გავაცნობიეროთ თუ რისთვის ვართ და რა მისია გვაკისრია. უნდა ვეცადოთ სამყაროს სრულყოფილებისთვის, ვისწავლოთ როგორც ბუნების ისე ერთმანეთის მოფრთხილება, არ გავაფუჭოთ, არ დავაზიანოთ, არ დავაბინძუროთ.

 

-  ახლა ცოტახნით შევისვენოთ და რაღაც ძალიან გემრიელი მოვამზადოთ,  საღამოს, შვილებთან, ოჯახთან, საყვარელ ადამიანებთან ერთად რომ მივუსხდეთ და დავტკბეთ შედეგით:

 

,,ავიღოთ ცოტადენი ნიჭი, დავამატოთ ორმაგი შრომისმოყვარეობა და ამდენივე პასუხისმგებლობა და ისიც მზადაა, ლამაზი, სასარგებლო, საუცხოო ქვეყანა."

 

დიახ! ეს ქვეყანაა, რომელსაც მე და შენ ვქმნით, ჩვენ ვამზადებთ, იმიტომ რომ შვილებთან, გარშემომყოფებთან ერთად დავტკბეთ მისი სასწაულებით, ბუნების გასაოცარი სილამაზით, უნიკალური მინერალური წყლებითა და კურორტებით, არაჩვეულებრივი კულტურით, ტრადიციებით, ამოუცნობი და თვალწარმტაცი ადგილებით.

 

(არ დაგვავიწყდეს, ეს რეცეტი გავუზიაროთ სხვებსაც)

 

ადამიანი ხომ შიშველი და უსუსური ევლინება წუთისოფელს და ასეთივეს ტოვებს სამყაროს. ყველაფერს მოპოვებულს დედამიწაზე ტოვებს და რა რჩება მისი წასვლის შემდეგ?  ნაკვალევი, მხოლოდ და მხოლოდ ნაკვალევი...ის თუ რა გააკეთა მან სიკეთისთვის, ადამიანებისთვის, ქვეყნისთვის, მომავალი თაობებისთვის. რა მაგალითი დაუტოვა გარშემომყოფებს და მომავალ თაობებს. ამიტომ ნუ გადავდებთ, დავიწყოთ ნაკვალევის შექმნა!

 

 

,,ეს ქვეყანა შენია’’

დავდგეთ ერთად! ქვეყნისათვის

გავიხსენოთ ძველია

მამა-პაპის დაღვრილ სისხლით,

გავიტანოთ ჩვენია,

არ დავეცეთ სულიერად

არ წაგვიწყდეს ერია ...

ჩვენი მოდგმა, ჩვენი ჯიში

სწორედ ამას მღერიან...

გავუფრთხილდეთ საქართველოს!

იმიტომ, რომ ჩვენია!

ეს ქვეყანა ჩემი არის

ეს ქვეყანა შენია!

 

ბლოგისა და ლექსის ავტორი: ნათია ბეგლარაშვილი

წაკითხვა 542 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.