"საფარი" - გინეკოლოგმა, რომელმაც პაციენტი გააუპატიურა, ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობს

ორგანიზაცია “საფარს”, რომელიც საქართველოში ქალთა უფლებებს იცავს, სექსუალური ძალადობის მსხვერპლმა ანონიმურად მიმართა. 

ორგანიზაციის Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ ძალადობის ისტორიაში, მსხვერპლი ჰყვება, რომ მამაკაცმა ექიმმა-გინეკოლოგმა სამედიცინო მანიპულაციებისას პაციენტ ქალზე სექსუალურად იძალადა.  

 

ქალის თქმით, მოძალადე ექიმი ქუთაისის ერთ-ერთ ცნობილ კლინიკაში დღემდე მუშაობს და შესაძლებელია, პაციენტებზე ძალადობას განაგრძობდეს.

 

"ჩემი ისტორია საზიზღარია, მაგრამ განა როგორ შეიძლება, რომელიმე ისტორია არ იყოს საზიზღარი?!
ყველაფერი ასე დაიწყო: ერთ დილით მუცლის ტკივილმა გამაღვიძა. მეგონა, შებერილობა იყო, მაგრამ არ გაიარა. მეორე საღამოს სასწრაფოში დავრეკე და გადამიყვანეს კლინიკაში. დამაწვინეს და ბრმა ნაწლავის ოპერაციას მიპირებდნენ, მაგრამ დავწერე ხელწერილი და წამოვედი. ვგრძნობდი, რომ რაღაც მუცელში სხვანაირად მტკიოდა.

 

მეორე დღეს კლინიკაში წავედი ჩემით და სანდო ექიმთან მივედი (ეს ექიმი ჩემს დას ბევრჯერ დაეხმარა და ამიტომ ვენდე). ანთებები მქონდა საკვერცხეების, ვიმკურნალე. ექიმი ძალიან თავაზიანი და კეთილი იყო ჩემ მიმართ. ნახევარ პროცედურებს უფასოდ მიკეთებდა. მკურნალობის ბოლოს მითხრა, რომ ექოს კიდევ ერთხელ გადამიღებდა. გადამიღო ექო და მითხრა, რომ საშვილოსნოს ყელზე კისტა მქონდა და საოპერაციო ვიყავი. ძალიან შევწუხდი, ოპერაციის თანხა არ მქონდა და თან, არც დამხმარე მყავდა ვინმე. ოჯახს ვერ ვეტყოდი, მეგობრებისგან ვალები უკვე აღებული მქონდა (წამლებისთვის). ეს გავუზიარე.

 

მითხრა, რომ კვირა დღეს კლინიკაში არავინ იყო და მივსულიყავი, უფასოდ გამიკეთებდა, ოღონდ – ნარკოზის გარეშე. სხვა გზა არ მქონდა და დავთანხმდი. მივედი და ჯერ ვიბრატორს პრეზერვატივი წამოაცვა, რაღაც სითხე წაუსვა და მითხრა, რომ ამ გზით შეიყვანდა გამაყუჩებელს და ეს ვიბრატორი ვაგინაში უნდა შემეცურებინა და გამომეღო რამდენჯერმე. ვცადე, მაგრამ გული ამერია. ,”შეწუხდა'”, უცებ გადის ფარდის იქით. გულმა რეჩხი მიყოო, რომ იტყვიან, საშინელმა წინათგრძნობამ მომიცვა. საკუთარ თავს ვეხვეწებოდი, რომ თვალები დამეხუჭა და არ დამენახა, რის დანახვასაც გული მიგრძნობდა და ასეც მოვიქეცი, მაგრამ თვალი მოვკარი, რომ ექიმს შარვალი აღარ ეცვა, მხოლოდ თეთრი ხალათი და სულ შიშველი იყო. მახსოვს, მაგრად დავხუჭე თვალები და იმ წყეულ სავარძელს მივეჯაჭვე. ამ მაგრად დახუჭულ თვალებზე კიდევ ხელი ავიფარე და ვიგრძენი ექიმის პ@@@@ი ჩემს ვა@@@@ში. ზემოდან სვიტრიც კი მეცვა, ისიც ვიგრძენი, როგორ აწია ექიმმა ჩემი სვიტერი და ბიუსტჰალტერი და მკერდზე მაკოცა. 

 

ვტიროდი. ისე ვტიროდი, რომ სვიტრიც კი სველი იყო მერე. მოკლედ, ექიმმა… და წინ დამიჯდა, ასევე შიშველმა გამიკეთა ის რაღაც ოპერაცია. ჩამიდო ტამპონი. მე თვალი გავახილე მერე და ძლივს ავდექი სავარძლიდან და არ დაიჯერებთ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ დაიჯერებთ, აღარაფერს ვგრძნობდი. ჩავიცვი შარვალი, დავიბანე ხელები და წამოვედი საშინელება მას მერე დაიწყო და 4 წელია გრძელდება. მაგრამ ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ ეს ექიმი ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში მუშაობს ქუთაისში და კაცმა არ იცის, რამდენ ქალს ვუნგრევ ფსიქიკას ჩემი დუმილით. მე რაც შემეხება, მე არა მიჭირს, ყველაფერს თავისი სახელი ერქმევა და რაღაცნაირად წარსულად იქცევა, მაგრამ მინდოდა, მეთქვა თქვენთვის, რომ ჩემთვის ექიმს რომ ეკითხა, გინეკოლოგიურ სავარძელზე ოპერაციის წინ სექსს ვისურვებდი თუ არა, მე ვუპასუხებდი, რომ “არა!”

 

თუ მოულოდნელად ძალადობრივ სიტუაციაში აღმოჩნდი, გადმოწერილი გქონდეს მობილური აპლიკაცია Safe You. მისი მეშვეობით, შენ შეძლებ ერთი ღილაკის დაჭერით დახმარება სთხოვო მეგობრებს, პოლიციას, არასამთავრობო ორგანიზაციების იურისტებს. გადმოიწერე აპლიკაცია და იყავი დაცული!" – აცხადებს მსხვერპლი.

 

ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია “საფარმა” სპეციალური აპლიკაცია შექმნა, მისი მეშვეობით, ძალადობრივ სიტუაციაში აღმოჩენილი მსხვერპლი, ერთი ღილაკის დაჭერით შეძლებს დახმარება სთხოვოს მეგობრებს, პოლიციას, არასამთავრობო ორგანიზაციების იურისტებს. 

ორგანიზაცია აპლიკაციის ლინკსაც აქვეყნებს:

 Android: https://bit.ly/318nSsl

IOS: https://apple.co/2Z7s3Cq 

წაკითხვა 352 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.