საქართველოში მცხოვრებ დარისპან პრაშერს ინდოეთის სახელმწიფოს უმაღლესი ჯილდო გადაეცა
საქართველოში მცხოვრებ, ინდოელ - დარისპან პრაშერს ინდოეთის სახელმწიფოს უმაღლესი ჯილდო გადაეცა.
დარისპან პრაშერს ინდური კულტურის საზღვარგარეთ პოპულარიზაციისთვის The Pravasi Bharaiya Samman Award - სახელწოდების ჯილდო თავად ინდოეთის პრეზიდენტმა გადასცა.
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კულტურული მრავალფეროვნება მშვიდობიანი მომავლისთვის’’ - ქართული და ინდური კულტურათა გაცვლას და და ინტერნაციონალური პროექტების განხორციელებას ისახავს მიზნად.
"ჩემთვის დიდი პატივია ვიყო უმაღლესი ჯილდოს მფლობელი, მითუმეტეს, ეს ჯილდო ჩემი მეორე სამშობლოს - საქართველოში განხორციელებულ საქმიანობას ეხება. ვეცდები გავამართლო ეს სტატუსი და უფრო მეტი გავაკეთო ქვეყნებს შორის კულტურული ურთიერთობების გასაღრმავებლად,’’ - აღნიშნა დარისპან პრაშერმა FirstNews.ge - თან საუბარში.
ორგანიზაცია 2017 წლიდან არაერთ კულტურულ და საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს საქართველოში.


სიახლეები
- "ეს დღე შეგვახსენებს ჩვენს პასუხისმგებლობას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დავუბრუნოთ დედაუნივერსიტეტის სტატუსი" - ირაკლი კობახიძე
- "ქართულმა ოცნებამ“ თსუ-ს დამოუკიდებლობა დაასრულა, უნივერსიტეტის პოლიტიზაციით და აკადემიურ თავისუფლებაზე მუქარით" - სალომე ზურაბიშვილი
- მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს საპრიზო ადგილების დაკავებისთვის ფულადი ჯილდოები გადაეცემათ
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- წონის კლების ფრანგული მოდელი ბიოლოგიური საათის მიხედვით
