ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარმა თვითდაზიანებები მიიყენა

ოჯახის ინფორმაციით, ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 35 წლის პატიმარმა თვითდაზიანებები მიიყენა. პატიმარ ზაზა ჩაფიძესის მეუღლის, ნინო მეფარიშვილის ინფორმაციით, რომელიც ამავდროულად ბრალდებულის ადვოკატია, დაზიანება მას მუცლის არესა და ხელებზე აქვს.

ნინო მეფარიშვილის ინფორმაციითვე, პატიმარმა დაზიანება პროტესტის ნიშნად მიიყენა, რადგან მას ქვემო კიდურების ღრმა ვენების თრომბოზი აქვს და ციხის ადმინისტრაციას ის საავადმყოფოში არ გადაჰყავს.

 

მეფარიშვილის თქმით, ამ დროისთვის ბრალდებულის მდგომარეობა რთულია, რადგან მას სათანადო დახმარება არ აღმოუჩინეს.

 

ოჯახი ვარაუდობს, რომ პატიმარი საავადმყოფოში პროკურატურის დაკვეთით არ გადაჰყავთ, რადგან სურთ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა შეექმნას. პატიმრის მეუღლე დახმარებისთვის სახალხო დამცველს მიმართავს.

 

ზაზა ჩაფიძე სასჯელს 2020 წელს ტყიბულში მომხდარი მკვლელობის ბრალდებით იხდის. მეფარიშვილის თქმით, პატიმარი უდანაშაულოა და მას სხვის მიერ ჩადენილი დანაშაული ბრალდება.

წაკითხვა 335 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.