ქუთაისში ჟურნალისტებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა ვახო სანაიას სოლიდარობა გამოუცხადეს
დღეს ქუთაისში, ჟურნალისტ ვახო სანაიას ჟურნალისტებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა სოლიდარობა გამოუცხადეს.
აქციის მონაწილეების თქმით, მედიის წარმომადგენელზე თავდასხმა, ქვეყნის დემოკრატიულ ღირებულებზე ძალადობაა და ხელისუფლება ვალდებულია, უზრუნველყოს ადამიანების დაცვა.
აქციის მონაწილეებმა ხელი მანიფესტს მოაწერეს, რომლის მიხედვითაც შესაბამის სტრუქტურებს მოუწოდებენ, შეწყდეს ძალადობის მაპროვოცირებელი განცხადებების გაკეთება.
"ის რიტორიკა, რომელიც მაღალი თანამდებობის პირებს ჟურნალისტების მიმართ აქვთ, ხელს უწყობს იმ ძალების წახალისებას, რომლებიც აგრესიულად არიან განწყობილნი განსხვავებული აზრის მიმართ და შესაბამისად, არაერთი სამწუხარო ფაქტის მომსწრე გავმხდარვართ. სოლიდარობას ვუცხადებთ ვახო სანაიას და ვგმობთ ჟურნალისტებზე ძალადობას,’’-განაცხადა FirstNews.ge-თან საუბარში სატელევიზიო ქსელის დირექტორმა ნანა თოშხუამ.
შეგახსენებთ, რომ ვახო სანაიას რამდენიმე დღის წინ თავს დაესხნენ. მისი განცხადებით, თავდამსხმელებმა ჟურნალისტური საქმიანობის გამო, შეურაცხყოფა მიაყენეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ მას და მის თანმხლებ პირებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავა.
სიახლეები
- 10 ავტორი და ნაწარმოები, რომლებსაც ქართველები 2025 წელს კითხულობდნენ
- "ივანიშვილმა იყიდა რუსეთში სახლები და ემზადება გასაქცევად, მაგრამ კრემლი ისეთ რაღაცებს სთხოვს, რისი მიცემაც ამ ეტაპზე არ შეუძლია" - მიხეილ სააკაშვილი
- სუს-ი სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს
- გრიგოლ ლილუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია
