ჯგუფი #შენთანვარ აფხაზეთიდან დევნილ მანანა ბებოს დაეხმარა
დღეს, სენაკში, სამხედრო დასახლებაში 95 წლის მანანა ბებოს FirstNews.ge და ფეისბუქ ჯგუფი #შენთანვარ ესტუმრა.
ჯგუფის წევრებმა საინფორმაციო სააგენტოს დახმარებით მას სურსათი და ჰიგიენური საშუალებები ჩაუტანეს. მანანა ბებო აფხაზეთიდან დევნილია და მას სამი შვილიდან არცერთი არ ჰყავს ცოცხალი. სამწუხაროდ, ის არცერთ დღესასწაულზე, პანდემიის ფონზეც კი, მთავრობის არცერთ სამსახურს არ გახსენებია.
"ჩვენ ვართ ფეისბუქ ჯგუფი - #შენთანვარ, რომელიც დაფუძნდა 28 ნოემბერს. ჯგუფის მიზანი იყო პანდემიის პერიოდში შექმნილი კრიზისული სიტუაცია განემუხტა და დახმარებოდა უმუშევრად დარჩენილ ოჯახებს. ჯგუფმა ამ პერიოდში აღმოაჩინა უამრავი გაჭირვებული ოჯახი და 3 თვის მანძილზე 2 000-ზე მეტ ოჯახს დაეხმარა როგორც თბილისში, ასევე, რეგიონებში და დღითიდღე ფართოვდება. ჯგუფის დამფუძნებელია გურამ შეროზია. ჩვენ მივიღეთ ივლიტა გოგუასგან ინფორმაცია, რომ სენაკში ცხოვრობდა აფხაზეთიდან დევნილი მოხუცი ბებო, რომელიც 28 წელია იმყოფება დევნილობაში. გადავამოწმეთ ინფორმაცია და ჯგუფმა ორგანიზება გაუწია სენაკში ჩასვლას. შევაგროვეთ თანხა და პროდუქტები. მოვიძიეთ ყველანაირი საჭირო რესურსი. ამ ყველაფრის განხორციელებაში დაგვეხმარა ჩვენი ჯგუფის აქტიური წევრი ლაშა გაბუნია. მოვინახულეთ მანანა ბებო, რომელსაც ძალიან გაუხარდა ჩვენი დანახვა.
ალბათ ყველა ადამინასთვის ემოციურად მნიშვნელოვანია, როდესაც ასე ძალიან ახარებ სხვას. მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ ჯგუფის წევრს, ვინც მინიმალური რესურსი გაიღო ამ ქველმოქმედებისთვის. დატანჯული ადამიანია მანანა ბებო, მაგრამ მისი ბედნიერი თვალების დასანახად ღირდა აქ ჩამოსვლა. ისე გაიხარა ჩვენი სტუმრობით მანანა ბებოს 17 აპრილს აქვს დაბადების დღე და იმედი მაქვს, რომ კიდევ მცირედით გავახარებთ,“- აღნიშნა FirstNews.ge-თან საუბარში ფეისბუქ ჯგუფის - #შენთანვარ ადმინმა სალომე სამუშიამ.
სიახლეები
- "ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ დღევანდელი კრიზისი მარტო „ოცნების“ ბრალი არ არის, ჩვენი ბრალიც არის" - გიორგი გახარია
- "აუცილებელია, მოხდეს რეჟიმის დელეგიტიმაცია - ძალიან გთხოვთ, ნუ დაიღლებით საქართველოსგან" - ნიკა გვარამია
- "ქუთაისის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი სერიოზულ კრიტიკას იმსახურებს" - ელეონორა არჩაია
- უკრაინაში დაჭრილი ქართველი მებრძოლი, რომელიც მკურნალობის კურსს საფრანგეთში გადიოდა, გარდაიცვალა
- დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 30 ნავთობტანკერს სანქციები დაუწესა