November 27, 2024

ქვეყანა ახალი “ლოქდაუნის” ზღვარზეა - შესაძლოა ახალი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღონ

“ეპიდსიტუაცია უარესდება, რის გამოც შესაძლოა ქვეყანა არცთუ დიდი ხნის წინ მოხსნილ შეზღუდვების რეჟიმში ისევ დაბრუნდეს.

ბოლო შვიდი დღის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებელი 1,6%-ს შეადგენდა, ხოლო სამშაბათს 2,19%-ს მიაღწია. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ეს იმის ნიშანია, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ქვეყანა ახალი “ლოქდაუნის” ზღვარზეა - ოთხშაბათს შესაძლოა ახალი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღონ.

 

“სამწუხაროდ, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება. დადებითობის მაჩვენებელს საკმაოდ კარგი დინამიკა ჰქონდა, მაგრამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში მცირედ, მაგრამ გაუარესების ტენდენცია გამოჩნდა. განსაკუთრებით დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევების რაოდენობა ძალიან საყურადღებო მაჩვენებელია. დღიური დადებითობის მაჩვენებელიც გაიზარდა. რა თქმა უნდა, დასახელებული მაჩვენებლები და ეპიდსიტუაცია უკეთესია, ვიდრე გვქონდა თებერვალში, კიდევ უკეთესი ვიდრე იანვარში, მაგრამ ბოლო ორი კვირაა, რაც გაჩნდა გაუარესების ნიშნები და ტენდენცია. იმავეს ვიმეორებთ, რაც გავაკეთეთ აგვისტოში - დავიჯერეთ, რომ გავიმარჯვეთ კორონავირუსულ ინფექციაზე და ამან, შესაძლოა, სავალალო შედეგამდე მიგვიყვანოს”, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ოთხშაბათს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც სავარაუდოდ სწორედ ამ ტენდენციაზე იმსჯელებენ და გამორიცხული არ არის უკვე გაუქმებული შეზღუდვების ხელახლა ამოქმედების გადაწყვეტილება მიიღონ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ თქვა, რომ თუ ეპიდსიტუაცია გაუარესდა, არაა გამორიცხული ყველა შეზღუდვა ისევ უკან დაბრუნდეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და ექსპერტი აკაკი ზოიძე “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ ახლა უკვე მოქალაქეებზეა დამოკიდებული როგორ დაიცავენ რეგულაციებს, თუმცა თუ ეპიდსიტუაცია გაუარესებისკენ წავიდა, შეზღუდვების დაბრუნება გარდაუვალი იქნება. “მთავარია, რომ კონტროლი გამკაცრდეს იმ რეგულაციებზე, რომლებიც დღესაა - პირბადის ტარება და ფიზიკური დისტანცირება. ახლა მთავარია მოქალაქეები როგორ მოიქცევიან და ჩვენზეა ახლა დამოკიდებული მთავრობას შეძღუდვების დაწესება მოუწევს თუ არა იმიტომ, რომ თუ ასე გაგრძელდა, როგორც დღესაა, სხვა გზა არ დარჩებათ - ისევე, როგორც ევროპაში არ დარჩათ მთავრობებს. არავის ეხალისება ახალი შეზღუდვების დაწესება იმიტომ, რომ ადამიანებზე და ეკონომიკაზე დამღუპველად მოწმედებს. მაგრამ თუ ასე გაგრძელდა და რეგულაციებს იგნორირება გავუკეთეთ, როგორც სამწუხაროთ ხდება და განსაკუთრებით თბილისის გარეთ, მაშინ მთავრობას უბრალოდ სხვა გზა არ დარჩება”, - განმარტავს ზოიძე, რომლის თქმით, “ვაქცინაციის დასრულებამდე, რომელიც ამ შეზღუდვებისგან გათავისუფლების ერთ-ერთი იარაღია, ჯერ კიდევ სამწუხაროდ დიდი დროა დარჩენილი”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“კარგად უნდა გავიაზროთ, რომ შესაძლოა რამდენიმე დღეში აფეთქდეს, იმიტომ, რომ შემოდგომაზეც ასე მოხდა, თანდათან მოემატა და მერე როგორც კი ერთ დღეს დიდი რაოდენობა ფიქსირდება, ხდება გაორმაგება, გასამმაგება და ა.შ. ეს როდის მოხდება, არავინ იცის, თუ მოქალაქეებმა ისევ და ისევ კეთილგონიერებას არ მოუხმეს და რეგულაციები არ დაიცვეს. ამ შემთხვევაში სახელმწიფოსა და მთავრობის როლი ისაა, რომ მოქალაქეებს ყოველ დღე, ყოველ საათს, ყოველ წუთს ამის თაობაზე მაქსიმალურად მოუხმონ. დავარწმუნოთ მოქალაქეები, რომ კორონა არსად არ წასულა. ეს მოწოდებები კი მათ გასაგონად უნდა გამკაცრდეს, ვისაც დღემდე არ სჯერა, რომ კოვიდ-19 არსებობს და ამას ჩვენი ქვეყნისთვის სერიოზული შედეგები აქვს და ამ ვერაგი დაავადების გამო 3700 ადამიანი დაიღუპა”, - დასძენს ზოიძე.

წაკითხვა 297 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 31 2021
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.