ჩემთვის ბოდიში არავის მოუხდია - პოზნერი
თბილისში მომხდარი ინციდენტის გამო საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ჩემთვის ბოდიში არ მოუხდიათ, - ამის შესახებ რუსულ მედიას ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა, ვლადიმერ პოზნერმა განუცხადა.
"ჩემთვის ბოდიში არავის მოუხდიან. მაგრამ ვიცი, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა. ამის შესახებ პესკოვმა თქვა. მაგრამ ჩემთვის პირადად არავის დაურეკავს", - განაცხადა პოზნერმა კითხვაზე, ეკონტაქტა თუ არა მას ვინმე საქართველოს ხელისუფლებიდან.
ამასთან, მან ისევ აღნიშნა, რომ ამ თემაზე კომენტარის გაკეთებას არ აპირებს და საკითხს აღარ დაუბრუნდება.
ამასთან, პოზნერმა საკუთარ ვებგვერდზე საქართველოში ვიზიტის შესახებ ჩანაწერი გამოაქვეყნა.
მისი თქმით, მან თბილისიდან წასვლის გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ მეგობრების სიცოცხლე საფრთხეში არ ჩაეგდო. ამასთან, აღნიშნა, რომ საქართველოში აუცილებლად დაბრუნდება.
"მინდა სრული სიცხადით ვთქვა, რომ არანაირი წყენა საქართველოზე, ან ქართველებზე არ მაქვს", - განაცხადა პოზნერმა.
სიახლეები
- 10 ავტორი და ნაწარმოები, რომლებსაც ქართველები 2025 წელს კითხულობდნენ
- "ივანიშვილმა იყიდა რუსეთში სახლები და ემზადება გასაქცევად, მაგრამ კრემლი ისეთ რაღაცებს სთხოვს, რისი მიცემაც ამ ეტაპზე არ შეუძლია" - მიხეილ სააკაშვილი
- სუს-ი სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს
- გრიგოლ ლილუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია
