ნამახვანისკენ მიმავალ გზაზე პოლიციამ რკინის "კედელი" აღმართა
დილიდან სოფელ ნამახვანისკენ მიმავალი გზა პოლიციამ რკინის ბარიერებით გადაკეტა, რასაც ჰესის მოწინააღმდეგეთა პროტესტი მოჰყვა.
აქციების ორგანიზატორთა თქმით, გზის რკინის ბარიერებით გადაკეტვა მათ გეგმებს ვერ შეცვლის.
"ჩვენ, ამ ხეობის მცხოვრებლებს არ გვეძლევა სახლში შესვლის უფლება იმიტომ, რომ სახელმწიფო იცავს კერძო კომპანიის ინტერესს. ამ ფორმატში კომპანია "ენკა" ნამახვანის კასკადს ვერ ააშენებს რიონის ხეობაში, ანუ თვითონ ეს პროცესი გამორიცხავს, რომ მშენებლობის პროცესი გაგრძელდეს.
ვფიქრობ, რომ მთელი საზოგადოება უნდა გავერთიანდეთ, ახლა ჩვენი ერთიანობაა საჭირო იმისთვის, რომ დავუპირისპირდეთ ჩვენი სიმრავლით და მშვიდობით მთელ ამ ამბავს, რაც აქ ხდება. ჩვენ აქ ვრჩებით, ველოდებით მოვლენების განვითარებას, რა ნაბიჯები გადმოიდგმება იმ რეპრესიულ დიაპაზონში ხელისუფლების მხრიდან და ამის შემდეგ, ალბათ, რა თქმა უნდა, ჩვენი აქციები გადაინაცვლებს დედაქალაქში", - აცხადებს ვარლამ გოლეთიანი.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა
