ჯგუფი #შენთანვარ აფხაზეთიდან დევნილ მანანა ბებოს დაბადების დღე მიულოცა
დღეს, საქველმოქმედო ჯგუფი #შენთან ვარ და კომპანია „ვიშლისთის“ ორგანიზებით აფხაზეთიდან დევნილ, 96 წლის მანანა ბებოს დაბადების დღე ჯგუფის წევრებმა და მოხალისეებმა გაუხალისეს.
მანანა ბებო აფხაზეთიდან დევნილია და მას სამი შვილიდან არცერთი არ ჰყავს ცოცხალი.
„დღეს, მანანა ბებო 96 წლის გახდა. სენაკში დევნილთა დასახლებაში ვესტუმრეთ. მანანა ბებო სოხუმიდან დევნილია. ეს ბებო არცერთ უწყებას არ ახსოვს და ერთხელაც არ დახმარებია არცერთი სამინისტრო და არც ადგილობრივი ხელისუფლება. კიდევ კარგი, რომ ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, ვისაც შეუძლია სიკეთის კეთება. ბებოს გაბრწყინებული თვალებისთვის და მისი გაღიმებული სახისთვის ნამდვილად ღირდა აქ ჩამოსვლა,“ - განაცხადა FirstNews.ge -თან საუბარში ივლიტა გოგუამ.
ასევე, დაბადების დღის გალამაზებაში მონაწილეობა მიიღო საკონდიტრო საცხობმა - „თამარი“, რომელმაც მანანა ბებოს საჩუქრად ერთი ყუთი ტკბილეული გამოუგზავნა.



სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან
