დიახ, დაჭრილი ვიყავი - ნეკა დოროყაშვილი დუმილს არღვევს
"მათ შეუძლიათ გავნონ, დაგჭრან, შეეცადონ შენს გათელვას, მაგრამ უნდა გამოჯანმრთელდე, მოირჩინო ჭრილობები, გახვიდე სცენაზე და ცხოვრებისგან სასურველი მიიღო," - ამის შესახებ სოციალურ ქსელსი მოდელი ნელი დოროყაშვილი წერს, რომელიც ყოფილ მეუღლეს, ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს ძალადობაში ადანაშაულებს.
“ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებული ერთ-ერთი ვიდეოს აღწერაში ის წერს, რომ შვილი, ლუკასი, მის ცხოვრებაში მთავარი ადამიანია და მისი ცხოვრების აზრია.
"შეიძლება დაგჭრან, გატკინონ, მაგრამ შენს ჭრილობებს თავად უნდა უმკურნალო და ძალა აღიდგინო. დიახ, მე ვიყავი დაჭრილი და ნატკენი, მაგრამ საკუთარი თავის თავიდან დაბადებას შევუწყვე ხელი.
ამ ბრძოლაში ჩემი ენერგიის მთავარი წყარო და მოტივაცია იყო და არის ჩემი პატარა ანგელოზი, ლუკასი, რომელიც ყველაზე მთავარი ადამიანია ჩემს ცხოვრებაში, რომელსაც მუდამ უნდა იზრუნოს ჩემზე და დამიცვას. სწორედ ის არის ჩემი ცხოვრების ერთადერთი მნიშვნელოვანი აზრი.
შენს დაზარალებას და შენი ინტერესების შელახვას არავის ვაპატიებ. შენ გყავარ მე და მე მყავხარ შენ და ჩემთვის შენ ყველაფერი ხარ," - წერს დოროყაშვილი.
ცნობისთვის, დოროყაშვილმა ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში ყოფილ ქმართან კონფლიქტის დეტალები გაიხსენა და თქვა რომ ძალადობის შედეგად მას სისხლნაჟღენთი ჭრილობები ჰქონდა, რას ექსპერტიზამაც დაადასტურდა.
შეგახსენებთ, საქართველოს პირველი და მსოფლიოს 27-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მისი არასრუწლოვანი შვილის თანდასწრებით, ყოფილ მეუღლეზე ძალადობისთვის დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ჩოგბურთელს აღკვეთის ღონისძიების სახედ 100 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.
ბასილაშვილმა გირაო გადაიხადა და ის ამ ეტაპზე თავისუფალია.
სიახლეები
- რატომ ვირჩევთ ევროპას?
- "მართლაც კატასტროფაა იმის ყურება, თუ როგორი არაევროპული აღტყინებით იღებენ საკუთარ თავზე გეოგრაფიულად ევროპელები, ექსტრემიზმის სახელფასო სქემების დაფინანსებას"
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- 8 ოპოზიციური პარტია რეგიონებში წინააღმდეგობის წევრების ორგანიზებას იწყებს
- "ჩამოგდებული სამოქალაქო თვითმფრინავისთვის აზერბაიჯანი რუსეთს საერთაშორისო სასამართლოში უჩივის" - ილჰამ ალიევი