ნეკა დოროყაშვილი ლუკას ბასილაშვილთან ერთად ძეგვის თავშესაფარს ეწვია
ნეკა დოროყაშვილი საკუთარ შვილთან, - ლუკას ბასილაშვილთან ერთად ძეგვის თავშესაფარს ეწვია.
ნეკა დოროყაშვილმა ძეგვის თავშესაფარს საჩუქრები, საკვები პროდუქტები და სათამაშოები მიუტანა. თავშესაფარში მცხოვრებმა ბავშვებმა და უფროსებმაც წითელი პარასკევი მხიარულად გაატარეს. მათ ერთად შეღებეს სააღდგომო კვერცხები, ითამაშეს და არაჩვეულებრივი დღე გაატარეს, - ამის შესახებ ძეგვის თავშესაფრის დირექტორი - ნანა გოგოჭური ძეგვის თავშესაფრის ფეისბუქ გვერდზე მადლიერების ნიშნად წერს.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა თქვენთან ერთად ვყოფილიყავი წითელ პარასკევს! ერთად შეგვეღება კვერცხები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გაგვეხარებინა უსაყვარლესი ბავშვები. ლუკასს ძალიან გაუხარდა მათთან ერთად ყოფნა და თამაში. თქვენ ნამდვილად არაჩვეულებრივი ადამიანი ბრძანდებით! ძნელია სიტყვებით შევაფასო ის დიდი საქმე, რომელსაც თქვენ აკეთებთ უკვე ამდენი წლის მანძილზე. იშვიათია ადამიანში ამდენი კელთილშობილური თვისება, ასეთი ძალა, რომ დაუღალავად და უანგაროდ აკეთოთ ამხელა საქმე," - წერს ნეკა დოროყაშვილი ქნ. ნანა გოგოჭურს.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ნეკა დოროყაშვილი ქველმოქმედებას ეწევა. იგი არაერთხელ ყოფილა თავშესაფარში სტუმრად, თუმცა ამის შესახებ საჯაროდ არ სურს საუბარი.


სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან
