ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 8 ახალგაზრდა დაუზუსტებელი ნარკოტიკული საშუალებით ინტოქსიკაციის ნიშნებით მოათავსეს
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში რვა ახალგაზრდა დაუზუსტებელი ნარკოტიკული საშუალებით ინტოქსიკაციის ნიშნებით მოათავსეს.
აქედან ორის მდგომარება მძიმეა და ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.
როგორც ჰოსპიტალში აცხადებენ, პაციენტების ნაწილი თვითდინებით, ხოლო ნაწილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მიერ იქნა შემოყვანილი.
"დღის განმავლობაში შოკის დარბაზში შემოყვანილია რვა პაციენტი, აქედან ორი პაციენტი თვითდინებით არის შემოყვანილი, უცნობი პირების მიერ, უგონო მდგომარეობაში. პაციენტები სასიცოცხლო ჩვენებით გადაყვანილია მართვით სუნთქვაზე. ამ პაციენტებს ჩაუტარდათ კვლევები, სათანადო დახმარება რის შემდეგადაც ისინის განაგრძობენ მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში.
დანარჩენი ექვსი პაციენტი მოყვანილია სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ. ექვსივე პაციენტს აღენიშნება ერთნაირი სიმპტომები. გაფართოებული გუგები, არიან დეზორიენტირებულები, აღენიშნებათ გულისრევა-ღებინება, არიან უმართავები. ყველა პაციენტი კონსულტირებულია ტოქსიკოლოგის მიერ. ძირითადად ეს არის დაუზუსტებელი ნარკოტიკული საშუალებების ტოქსიური ენტერტი. ასაკი 18-35 წლამდე. რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული პაციენტების მდგომარეობა არის ჯერ-ჯერობით მძიმე. ჯერ-ჯერობით მათდგომარეობაზე ინფორმაცია არამაქვს, რადგან გადავიდნენ სხვა რეანიმაციულ განყოფილებაში", - განაცხადა გადაუდებელი მედიცინის განყოფილების უფროსმა მაია ესებუამ.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა
