საქართველოში "კომენდანტის საათი" აღარ მოქმედებს
დღეიდან, 30 ივნისის 23:00 საათიდან, საქართველოში "კომენდანტის საათი" აღარ მოქმედებს.
გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა ოფიციალურად გაუქმებულია.
შეგახსენებთ, საქართველოში "კომენდანტის საათი" 8 თვის განმავლობაში მოქმედებდა.
პირველად გადაადგილებაზე შეზღუდვა ქვეყნის დიდ ქალაქებში, 2020 წლის 9 ნოემბერს დაწესდა.
გადაადგილების შეზღუდვის დარღვევისთვის ფიზიკური პირები 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირები - 10 000 ლარით ჯარიმდებოდნენ.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან
