დაწვა, დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა - რა ინფორმაციას ავრცელებს გარდაცვლილი ოპერატორის ოჯახის ახლობელი

ოჯახის ახლობლის განცხადებით, „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა სავარაუდოდ, თრომბოემბოლიით გარდაიცვალა.

„ჩვენ უბრალოდ არ გვინდოდა, რომ ექსპერტიზაზე გადაესვენებინათ დედის წინააღმდეგობის გამო. დედას არ უნდოდა. ჩვენი ვარაუდია, რომ თრომბოემბოლიით არის გარდაცვლილი იმიტომ, რომ ჩვენ ვნახეთ როგორ გარდაიცვალა. დაწვა, დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა - აქ, სხვა მიზეზი შეუძლებელია“, - განაცხადა ახლობელმა.

 

როგორც „ტვ პირველის" დამფუძნებლმა ვატო წერეთელმა ჟურნალისტებს განუცხადა, ლექსო ლაშქარავას 5 ივლისს მომხდარის შედეგად დაზიანებები ჰქონდა და ძლიერი ტკივილები აღენიშნებოდა.

 

"ვუსამძიმრებ ლექსოს ოჯახს, "ტვ პირველს", ყველამ ვნახეთ ის კადრები, რაც მოხდა რამდენიმე დღის წინ, როგორი ნაცემი იყო და მერე ოპერაციაც გაუკეთეს, მძიმედ იყო, საშინელი ტკივილები ჰქონდა. დილით დედამ იპოვა გარდაცვლილი სახლში,თუმცა ყველას გვინდა, რომ ჭეშმარიტება დადგინდეს", - განაცხადა წერეთელმა.

 

ის მედიის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

 

"დედამისიც და დეიდებიც ექიმები არიან, თავად ამბობდნენ, რომ სავარაუდოდ, თრომბოემბოლია შეიძლება განვითარებულიყო იმიტომ, რომ ძვალი სულ დამტვრეული ჰქონდა, სულ ნაოპერაციები იყო. ალბათ, ამ ყველაფერს ექსპერტიზა დაადგენს. საავადმყოფოდან რომ გამოწერეს, დოკუმენტაციაში რა ეწერა არ ვიცი, მაგრამ მძიმედ იყო და ძლიერი ტკივილები ჰქონდა. ამ ქვეყანაში ვის სჯიან და ვის არა, არ ვიცი. უბრალოდ, დაუსჯელობის სინდრომია ქვეყანაში. ჟურნალისტების ჟლეტვა თითოეული მედიის, ეს ყველამ ვნახეთ. პასუხისმგებლობა პირადად ირაკლი ღარიბაშვილს და "ქართულ ოცნებას" ეკისრება",- განაცხადა წერეთელმა.

 

ოპერატორი ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო.

 

შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისი პრაიდის წინააღმდეგ გამართული აქციის გაშუქების დროს, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს, ალექსანდრე ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს და დაკავებულია 4 პირი.

წაკითხვა 265 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.