დასავლეთ საქართველოს სამ რეგიონში საჯარო მმართველობის რეფორმის მონიტორინგს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ახორციელებენ

კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“, “მეწარმე ქალთა ფონდთან” და იმერეთის მეცნიერთა კავშირ „სპექტრთან“ პარტნიორობით, - „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით” პროექტს ახორციელებს.

აღნიშნულ პროექტს ევროკავშირი აფინანსებს, რათა გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR)მონიტორინგსა და განხორციელებაში.

 

ამ მიზნით, პროექტის ფარგლებში დასავლეთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი შეიქმნა. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და გურიის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები თანამშრომლობენ და მონიტორინგს უწევენ საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) განხორციელებას 8 მუნიციპალიტეტში. მონიტორინგის შედეგები კი ადგილობრივი ხელისუფლების ეფექტურობას, გამჭვირვალობას და ინკლუზიურობას განსაზღვრავს შემდეგ მუნიციპალიტეტებში: ხონში, ბაღდათში, თერჯოლაში, ვანში, ოზურგეთში, ლანჩხუთში, ცაგერსა და ამბროლაურში.

 

აღნიშნული პროექტის მიზნებსა და მის მნიშვნელობაზე FirstNews.ge- იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ ,,სპექტრის" გამგეობის თავმჯდომარე, პროექტის თანაკოორდინატორი  თამარ მოსეშვილი ესაუბრა:

 


-   კონკრეტულად რა მიზნებს ემსახურება თქვენი  პროექტი/კვლევა?


-   საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე,  „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ თანახმად, ქვეყანამ 2015 წლიდან  საჯარო მმართველობისა და საჯარო სამსახურის მიმართულებით სიღრმისეული რეფორმები დაიწყო.


რეფორმის წარმატებით განსახორციელებლად შემუშავდა საჯარო მმართველობის რეფორმის გზამკვლევი 2020 (PAR), რომლის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმაში ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართულებით გათვალისწინებულია ორი ძირითადი ამოცანა: ა) თვითმმართველობის გაძლიერების მიზნით ადგილობრივი ხელისუფლების უფლებამოსილებების გაფართოება; ბ)ადგილობრივ თვითმმართველობებში ელექტრონული სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სერვისების ეტაპობრივი განვითარება და გაუმჯობესება. 


ჩვენი პროექტის ფარგლებში შეიქმნა სამოქალაქო საზოგადოების საერთო ფორუმი, რომლის შემადგენლობაშია  ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების 16 ორგანიზაცია. ამ ორგანიზაციების ჩართულობით მონიტორინგი გაეწია საჯარო მმართველობის რეფორმის 2019-2020 წლების საგზაო რუკის განხორციელებას.

 

მონიტორინგის შედეგად მოხდა ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობის ეფექტიანობის, გამჭვირვალობის და ინკლუზიურობის ხარისხის შესწავლა. ასევე განხორციელდა მოქალაქეთა საჭიროებების შესწავლა ადგილობრივი ხელისუფლების  მიერ გაწეული  მომსახურების ეფექტიანობის, გამჭვირვალობის და ინკლუზიურობის ხარისხის შესაფასებლად.

 

აღნიშნულ პროექტში იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“ კურატორობას უწევს საქმიანობას გურიის რეგიონის ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში.

 

-    ამჟამად რა ფაზაშია თქვენი პროექტი?

-  პროექტი 2019 წლის ოქტომბერში დაიწყო და ამჟამად ის ფინალურ ეტაპზეა. კერძოდ, ამ ხნის მანძილზე პროექტის ფარგლებში იმერეთის, გურიის და რაჭა-ლეჩხუმის შერჩეულ 16 მუნიციპალიტეტში პარტნიორი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ განხორციელდა  ადგილობრივი თვიმმართველობების მიერ საჯარო მმართველობის რეფორმის 2019-2020 წლების საგზაო რუკის განხორციელების 4 მონიტორინგი. მომზადდა და შესაბამის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებს წარედგინათ მონიტორინგის შედეგები, შემუშავებული იქნა რეკომენდაციები გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად. ასევე, ყველა მუნიციპალიტეტში განხორციელდა მოქალაქეთა საჭიროებების შესწავლა ადგილობრივი ხელისუფლების  მიერ გაწეული  მომსახურების ეფექტიანობის, გამჭვირვალობის და ინკლუზიურობის ხარისხის შესაფასებლად.

 
პროექტის ფარგლებში გურიის ორივე მუნიციპალიტეტში შეიქმნა სამუშაო ჯგუფები, რომელთა შემადგენლობაში არიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები.

 

1დდ227636480 999051027526282 3933494785852922598 n

 

-    რა საჭიროებები გამოავლინა მუნიციპალიტეტებში განხორციელებულმა კვლევამ?

- მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა საჯარო მმართველობის რეფორმის მიმდინარეობის კუთხით ოზურგეთის  და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტშიელექტრონულ სერვისებზე დაბალი წვდომა. ამის მიზეზი კი იყო ვებგვერდზე განთავსებული არასრული ინფორმაცია და ელექტრონული სერვისების მოხმარების სირთულე. ასევე, მუნიციპალიტეტების ინტერნეტით არასრული დაფარვა.

განსაკუთრებით მწვავედ დადგა ეს პრობლემა პანდემიის  პირობებში. ოზურგეთის  და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში გაწეული რეკომენდაციების საპასუხოდ  მოხდა ვებგვერდის რეორგანიზაცია და მიუხედავად ხარვეზებისა (ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში), მისი ფუნქციონალი ბევრად მოხერხებული გახდა მომხმარებლისთვის და უზრუნველყოფს მათთვის საჭირო ინფორმაციის შეუფერხებელ მიღებას. 


პროექტის შედეგად ლანჩხუთის მუნიციპლიტეტში პარტნიორი ორგანიზაციის „საქართველოს სასოფლო დარბაზის“ მიერ განხორციელებული  მცირე პროექტის ფარგლებში შემუშავებული ონლაინ აპლიკაცია  (www.lcman.ge),  უკვე ლანჩხუთის საკრებულოში დაინერგა. ამჟამად ანალოგიური ელექტრონული ინსტრუმენტის შემუშვება და დანერგვა მიმდინარეობს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიისათვის.

 

-    რა პრობლემები გამოიკვეთა და როგორ შეიძლება მათი დაძლევა?

კვლევამ აჩვენა, რომ მოქალაქეთა ნაწილი სარგებლობს ელექტრონული სერვისებით,  ნაწილს არა აქვს საკმარისი ინფორმაცია მის სიკეთეზე,  ან არ ფლობს სათანადო უნარებს; ხელი არ მიუწვდება ინტერნეტის არქონის გამო ან არ აქვს საჭირო მატერიალური რესურსი ელექტრონული კომუნიკაციისთვის. ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებული ადამიანები, რომლებიც უშუალოდ ამ სერვისების გამცემები არიან, ასევე საჭიროებენ გადამზადებას, რომ აღნიშნული მომსახურება უფრო მოქნილი და ხელმისაწვდომი გახდეს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი პროგრესია ანტიკორუფციული ზომების თვალსაზრისით. არსებობს გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების 2019-2022 წწ სტრატეგია და  2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა.

ლანჩხუთში ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა არ არსებობს.  არ არის დებულება ეთიკური ქცევის შესახებ. საჯარო მოხელის ქცევის წესები განსაზღვრულია რეგლამენტით, მაგრამ ცალკე დებულება ეთიკური ქცევის შესახებ ჯერ არ არის შემუშავებული. ამჟამად ჩვენი პარტნიორი ორგანიზაცია „ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრი“ ახორციელებს პროექტს და აღნიშნული მიმართულებით პირველი ნაბიჯები გადაიდგა.


-    
რა რეკომენდაციები გაეცით კვლევის შემდეგ?

საჭიროა დაინერგოს მოქალაქეთა წერილების, საჩივრების სისტემატიზირება, ანალიზი და ანგარიშების მომზადება სოციალურად მნიშვნელოვანი საკითხების ასახვისთვის. ასევე, - სხვა ანგარიშების პარალელურად აუდიტის დასკვნების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. მნიშვნელოვანია მომსახურების შეფასების ინდიკატორებზე მომუშავე ჯგუფის ჩამოყალიბება და მონაცემთა შეგროვების ფორმების და მეთოდოლოგიის განსაზღვრა. მიღებული მონაცემების საფუძველზე არსებული სერვისების კორექტირების უზრუნველსაყოფად. თანმიმდევრულად მოხდეს ამ მიმართულებით სათანადო კვალიფიკაციის ამაღლება და მომსახურების ინსტიტუციონალიზაცია, შემცირდეს დამოკიდებულება პარტნიორი ორგანიზაციების საკვალიფიკაციო რესურსებზე.

„სპექტრს“  აუცილებლობად მიაჩნია მოხდეს მუნიციპალიტეტებს შორის გამოცდილებისა და მიღწეული პროგრესის ინტენსიური გაზიარება და გაცვლა.

 

11aaa220619346 549237026250624 6590545382523153891 n


პროექტის მნიშვნელობაზე FirstNews.ge - ს "მეწარმე ქალთა ფონდის" წარმომადგენელი ანჟელა ჩიხლაძე ესაუბრა.

 

„მეწარმე ქალთა ფონდის“ ხელმძღვანელობით ცაგერსა და ამბროლაურში კვლევა ჩატარდა, რომელიც განახორციელა ადგილობრივმა პარტნიორმა ორგანიზაციებმა. კვლევის შედეგად მოხდა საჭიროებების გამოვლენა, შემუშავებული რეკომენდაციების წარდგენა ადგილობრივი ხელისუფლების, სხვა შესაბამისი სტრუქტურებისთვის და  მათი  ადგილობრივ პოლიტიკაში ასახვის ადვოკატირება,“- განაცხადა ანჟელა ჩიხლაძემ.

 

მისი თქმით, ამჟამად პროექტი უკვე დასასრულს უახლოვდება. როგორც მან ჩვენთან საუბარში განმარტა ამბროლაურსა და ცაგერში  ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ მოცემულ ეტაპზე მუნიციპალიტეტებში შენარჩუნებულია დაწყებული საჯარო მმართველობის რეფორმის  პოზიტიური დინამიკა და არის ცალკეული წინ გადადგმული ნაბიჯები, განსაკუთრებით ელექტრონული მომსახურების დანერგვის კუთხით.


„ჯეროვნად და დროულად ხორციელდება საჯარო ინფორმაციის განთავსება, გამართულია სოციალური ქსელების ფუნქციონირება, ცაგერსა და ამბროლაურში ვებგვერდი უფრო ინტერაქტიული გახდა „ელექტრონული მესენჯერის“ დამატებით, რომელიც ადგილობრივ სამსახურებთან შეუფერხებელ და პირდაპირ კომუნიკაციას განაპირობებს.


ისევ რჩება აქამდე არსებული გამოწვევა: მომსახურების ეფექტიანობის კუთხით ჯერ კიდევ გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენს ინტერნეტის ხელმისაწვდომობა და ხარისხი. სოფლებში ინტერნეტის მიწოდება ან საერთოდ არ ხდება, ამ დაბალი სიჩქარისაა. მუნიციპალიტეტში, ძირითადად, ხანდაზმული ასაკის მოსახლეობა ცხოვრობს. მათ უმეტესობას არ გააჩნია სათანადო ტექნიკური მოწყობილობები, ან არ აქვს მოხმარების უნარ-ჩვევები. ეს ელექტრონული მომსახურების მიწოდების მასშტაბებზე ნეგატიურად მოქმედებს,“- განაცხადა"მეწარმე ქალთა ფონდის" წარმომადგენელმა ანჟელა ჩიხლაძემ.

 

218997134 506821803922008 2212397913551484195 n


აღნიშნული პროექტის შესახებ FirstNews.ge-ს ასევე, კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელი ემა კამკია ესაუბრა.

 

„ყველა სამიზნე მუნიციპალიტეტში წინსვლა ნამდვილად არის. პროექტმა ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა. თუმცა არის გამოწვევებიც.

 

ყველა პრობლემა და საკითხი, რომელიც საჭიროების კვლევამ გვიჩვენა, ასახულია ანგარიშებში და წარედგინება მუნიციპალიტეტებს, ხდება მიღებული ინფორმაციის თაობაზე საერთო დოკუმენტის შექმნა. რეკომენდაციები ეხება ადგილობრივ თვითმმართველობას, ცენტრალურ ხელისუფლებას, სამოქალაქო ორგანიზაციებს და სხვა აქტორებს.  ეს რეკომენდაციები წარმოაჩენს იმ გზებს, თუ როგორ წარმოუდგენიათ ადგილობრივ მოსახლეობას, ადგილობრივ ექსპერტებს პრობლემის გადაჭრა. კვლევიდან კვლევამდე ხშირად რჩება გამოწვევები. არის საკითხები რომელზეც პასუხები გაცემულია, მაგრამ არის საკითხების ფართე სპექტრი, რომელსაც სჭირდება რეაგირება.

 

რვავე მუნიციპალიტეტში გადადგმულია ძალიან სერიოზული და რეალური ნაბიჯები, იმისთვის რომ მოხდეს ამ რეფორმის ბოლომდე გააზრება, მისი მნიშვნელობა  -  მოქალაქეთა კეთილდღეობის ხარისხის გასაზრდელად,“- განაცხადა ჩვენთან საუბარში ემა კამკიამ.

წაკითხვა 770 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 04 2021
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.