როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთაში ამაღამ მოთოვს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, დღის ბოლოს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და წვიმა შეწყდება.
აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში, მათ შორის თბილისში, ამაღამ და ხვალ დღის პირველ ნახევარში იწვიმებს, იქნება ნისლი; მაღალმთაში – თოვლი.
ხვალ ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე აღმოსავლეთის მიმართულების ქარი გაძლიერდება, რომლის სიჩქარე პერიოდულად 17–22 მეტრი იქნება.
ხვალ დასავლეთ საქართველოში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 17 გრადუსი, აღმოსავლეთ საქართველოში – 8–13 გრადუსი იქნება; თბილისში – 9 გრადუსი.
10 დეკემბერს საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, მათ შორის თბილისშიც.
დასავლეთ საქართველოში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 18 გრადუსი, აღმოსავლეთ საქართველოში – 9–14 გრადუსი იქნება; თბილისში – 12 გრადუსი.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
