„ლოცვა ყოფილა სიტყვა მიყვარხარ“- ნათია ფანჯიკიძე ჯადოსნურ სიტყვაზე საუბრობს
„აზროვნების აკადემია“ პროექტის „სალონური საუბრები” ფარგლებში, სოციალურ ქსელში ფსიქოლოგის, ნათია ფანჯიკიძის ლექციას გვთავაზობს.
რამდენად ხშირად უნდა გავიმეოროთ სიტყვა „მიყვარხარ“ და რა ეფექტი აქვს მას. „ჯორჯიან თაიმსი“ გთავაზობთ ამონარიდს სალონური საუბრებიდან.
„თუკი ღმერთი სიყვარულია, ლოცვა ყოფილა სიტყვა მიყვარხარ.
ჩათვალეთ, რომ სიტყვა მიყვარხარ არის არა მარტო ლოცვა, არამედ შელოცვაც. ხშირად უნდა იმეოროს ეს სიტყვა ადამიანმა გულში, არ აქვს მნიშვნელობა რას აკეთებ, ბალახს უყურებ, ჩიტს თუ სხვა რამეს, ყოველთვის უნდა იმეოროს.
სიტყვა მიყვარხარ არის ის რასაც შეუძლია გააცოცხლოს ადამიანი და გააცოცხლოს ირგვლივ ყველაფერი და ასევე შენივე სულიც, იმიტომ რომ შენ უკვე პოზიტიურ კავშირს ამყარებ რაც გარეთ ხდება და გაჟღენთილი ხდები ამ სიტყვით.
ასე, რომ მთავარი მკურნალი არის სიყვარული, ამიტომ ხშირად ვიმეოროთ სიტყვა მიყვარხარ!!!“
სიახლეები
- სამარხვო ოჯახური სოკოთი - ვიდეო
- პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები ამოიღო, დაკავებულია ხუთი პირი
- "უნგრეთის გვერდის ავლით და ევროპული კანონმდებლობის დარღვევით ბრიუსელი დგამს ნაბიჯებს გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევისკენ, ეს ომის გამოცხადებაა"
- საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა
- "უამრავი ხალხია გამოსული, არაფერს ნიშნავს ეს კანონები, ამით ვერ აჩერებ ხალხს" - სალომე ზურაბიშვილი აქციაზე
