არ შეფუთოთ ეს კრიმინალური გარჩევით, ნუ აკიდებთ ცოდვებს ბავშვს - ნანი კვარაცხელია
15 სექტემბერს მოკლული ნიკო კვარაცხელიას მამიდა ნანი კვარაცხელია ჟურნალისტებს სთხოვს, არ მოიხსენიონ ეს ფაქტი კრიმინალურ გარჩევად, რადგან 22 წლის ახალგაზრდას მსგავსი მოტივები არ ჰქონია.
„პატივი ეცით ნიკოს ხსოვნას. მადლიერი ვართ თქვენით, ნიკოს რომ ასე მოიხსენიებთ. უბრალოდ, ძალიან გთხოვთ, არ შეფუთოთ ეს კრიმინალური გარჩევით. არანაირი კავშირი ნიკოს ამ სამყაროსთან არ აქვს. ნუ აკიდებთ ცოდვებს ბავშვს, ჩვენს ოჯახს. ჩემს ძმას ამხელა დანაშაულები რომ ჰქონოდა, თავის ცოლ-შვილს სამშობლოში და ამ შუაგულ ქალაქში ხუთი შვილით არ აცხოვრებდა. მთელი ნათესავები ამდენი წელია აქ ვცხოვრობთ და არანაირი საფრთხე არ გვიგრძნია, არასოდეს არავისი შეგვშინებია, იმიტომ, რომ ღვთისა და ქვეყნის წინაშე მართლები ვიყავით. დაწყნარდება სიტუაცია და მტყუან-მართალი გაირკვევა“, -განუცხადა გარდაცვლილის მამიდამ ნანი კვარაცხელიამ ჟურნალისტებს.
დღეს შსს-მ განაცხადა, რომ საქმე გახსნილია. ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ეჭვმიტანილ ორ პირს ეძებენ.
სიახლეები
- მთავრობა თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების გადაწყვეტილებას ცვლის
- პროკურატურამ ნიკა მელიას ახალი ბრალდება წარუდგინა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 10 თებერვლისთვის
- "სერიოზული პრობლემების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი, მათ შორის მიგრაციის კუთხით" - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში, ერთ-ერთი კლინიკის ექიმმა, სავარაუდოდ, საავადმყოფოს დირექტორთან კონფლიქტის შემდეგ, თვითდაზიანება მიიყენა
