კლიმატის კვირეულის ფარგლებში, ქუთაისში, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისთვის ვორქშოპი გაიმართა
დღეს, კლიმატის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით ვორქშოპი გაიმართა. აღნიშნულ აქტივობას საინფორმაციო სააგენტო FirstNews.ge ახორციელებდა.
2021 წლის კლიმატის კვირეულის ფარგლებში, ვორქშოპზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები: ენერგია, საკვები, ტრანსპორტი, გარემოსდაცვითი სამართლიანობა და სხვა.
ვორქშოპს აკ. წერეთლის უნივერსიტეტის პროფესორი, ეკოლოგი ელენე გამყრელიძე უძღვებოდა:
"აუცილებელია, ჩვენს ქალაქში შემოყვანილ იქნას ისეთი ტრანსპორტი, რომელიც იქნება ჰიბრიდის ტიპის, ან ელექტრომობილი, რათა ჰაერის დაბინძურება ნაკლები იყოს.
ძალიან ხშირად მავნე აირები და მათ შორის ტყვიაც ხვდება კვების პროდუქტებში, შემდეგ ისინი ხვდებიან ადამიანის ორგანიზმში და იწვევენ რიგ ინფექციებსა და დაავადებებს. სწორედ ეს საკითხები იყო განხილული დღევანდელ შეხვედრაზე.
ეს ვორქშოპი იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოება კიდევ უფრო ინფორმირებული იყოს. აუდიტორია, რომელთანაც მქონდა შეხება, იყო მომზადებული იმისთვის, რომ გაითვალისწინოს, თუ რა ცვლილებები ხდება გარემოში,“- განაცხადა FirstNews.ge- თან საუბარში ელენე გამყრელიძემ.
ვორქშოპის მიზანი, თემის აქტუალურობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისთვის (სტუდენტებისთვის, ჟურნალისტებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებისთვის) ინფორმაციის მიწოდება და ცნობიერების ამაღლება იყო.
„დღეს, საკმაოდ საინტერესო ტრენინგ/სემინარი მოვისმინე, კლიმატის კვირეულის ფარგლებში. სადაც განხილული იყო კლიმატური პირობების გაუარესების გამომწვევი მიზეზები, რასაც არამარტო ბუნება იწვევს, არამედ ჩვენ ადამიანებიც ხელს ვუწყობთ. თუკი გვექნება თვითშეგნება, თვითკულტურა და განათლება ყოველივე ამასთან დაკავშირებით, ბუნებას დავიცავთ დაზიანებისაგან და კლიმატურ კატასტროფებსაც თავიდან ავიცილებთ,“ - განაცხადა კომპანია "მედგარდენის" (კორეული კოსმეტიკა ქუთაისში) წარმომადგენელმა ეკატერინე კაჭკაჭიშვილმა ჩვენთან საუბარში.
აღნიშნულ ვორქშოპს გამოეხმაურა FirstNews.ge -s დამფუძნებელი ივლიტა გოგუა.
„დღეს, ქუთაისში, ჩაის სახლ "ფოე ფოეში" კლიმატის კვირეულის ფარგლებში საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისთვის ვორქშოპი ჩავატარეთ. კლიმატის კვირეულის აქტივობებს 21-26 სექტემბრის ჩათვლით ახორციელებს საინფორმაციო სააგენტო FirstNews.ge.
კლიმატის კვირეულის მიზანია საზოგადოების ინფორმირებულობა და ცნობიერების ამაღლება,“- განაცხადა ივლიტა გოგუამ ჩვენთან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 20-26 სექტემბერს, ნიუ იორკში სტარტი აიღო კლიმატის გლობალური ცვლილების დასაძლევად მიმართულმა მასშტაბურმა კამპანიამ - „კლიმატის კვირეული-2021“. 2021 წლის კლიმატის კვირეულის გზავნილი ნიუ იორკ სიტიდან ასეთია: „დავასრულოთ“.
სიახლეები
- " პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის გარკვეული შეთანხმებების მიღწევის შემთხვევაშია შესაძლებელი"
- "თვითონ ყველაზე მეტად სტკივა გული ქართველი ადამიანის წინააღმდეგ ძალადობაზე, თვითონ ყველაზე მეტად უყვარს ქართველი ახალგაზრდები" - ცოტნე ივანიშვილი ბიძინა ივანიშვილზე
- "ეს არის შეხსენება ყველასთვის, რომ ქართველი ხალხი მუდამ იდგება საკუთარ ღირებულებებზე, რომლებიც ჭეშმარიტად ქართული, ევროპული და ქრისტიანულია"
- "მიზანმიმართული ბრძოლა მიდის ოჯახის წინააღმდეგ" - მეუფე შიო
- "ჩვენ ვამბობთ, რომ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის, რაც ნიშნავს, რომ ვემზადებით შესაძლო საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნებისთვისაც"