როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პირველ ოქტომბრამდე დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +19, +24 გრადუსის ფარგლებში იქნება.
"აღმოსავლეთ საქართველოში 27-28 სექტემბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +20, +25 გრადუსი დაფიქსირდება. 29-30 სექტემბერს კი მოიღრუბლება და დროგამოშვებით იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა +13, +18 გრადუსამდე დაიკლებს.
ქ. თბილისში 27-28 სექტემბერს უნალექო ამინდი იქნება. ტემპერატურა +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება. 29-30 სექტემბერს მოიღრუბლება და დროგამოშვებით იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა +16, +18 გრადუსამდე დაიკლებს,"- ნათქვამია ინფორმაციაში.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 დეკემბრისთვის
- "გაზსა და დენზე ტარიფებს გლობალური ფასებიც განაპირობებს - ორშაბათს „სემეკი“ მიიღებს გადაწყვეტილებას" - ირაკლი კობახიძე
- 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით სუს-მა ბაჩო ახალაია დააკავა
- 10 ავტორი და ნაწარმოები, რომლებსაც ქართველები 2025 წელს კითხულობდნენ
- "ივანიშვილმა იყიდა რუსეთში სახლები და ემზადება გასაქცევად, მაგრამ კრემლი ისეთ რაღაცებს სთხოვს, რისი მიცემაც ამ ეტაპზე არ შეუძლია" - მიხეილ სააკაშვილი
