დავით სოკოლოვი გარდაიცვალა
ლეგენდარული ტელეწამყვანი დავით სოკოლოვი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა - ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი მაკა რაზმაძე ავრცელებს.
"ჩემი უსაყვარლესი მეგობარი წავიდა...
ტელელეგენდა, დავით სოკოლოვი გარდაიცვალა...", - წერს მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში.
საქართველოს ტელევიზიის დაარსების პირველივე წლებიდან დავით სოკოლოვი საინფორმაციო პროგრამა "მოამბის", ასევე, არაერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემის წამყვანად ათეულობით წლის განმავლობაში მუშაობდა. ტელევიზიის პარალელურად მას გადაცემები რადიოშიც მიჰყავდა.
მიმდინარე წლის 4 თებერვალს, ცნობილ ტელეწამყვანს, მთაწმინდის პარკში, თბილისის ტელეანძის მიმდებარედ ვარსკვლავი გაუხსნეს.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან
