გჭირდებათ თუ არა "მწვანე პასპორტი" ტრანსპორტში, აფთიაქსა და სურსათის მაღაზიაში
ჯანდცვის მინისტრის, თამარ გაბუნიას განმარტებით, "მწვანე პასპორტი" ისეთ სასიცოცხლო დანიშნულების ობიექტებსა და სივრცეებში, როგორიც არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, აფთიაქი და სასურსათო მაღაზია, საჭირო არ იქნება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე კი განმარტავს, რატომ არ ვრცელდება "მწვანე პასპორტის“ მოქმედება საზოგადოებრივ ტრანპორტში.
როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, ტრასპორტთან დაკავშირებით "მწვანე პასპორტის“ გამოყენების კონტროლი რთულია.
"რთული დასამენეჯმენტებელია. შეიძლება დააწესო, მაგრამ ვერ აღასრულებ“,- განაცხადა გამყრელიძემ.
ცნობისთვის, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 8 ნოემბერს ე.წ მწვანე პასპორტების სისტემის ამოქმედების გადაწყვეტილება მიიღო.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა
