იტალიაში საქართველოს მოქალაქე ვეფხვმა დაგლიჯა
იტალიაში, რეჯო-კალაბრიას პროვინციაში 25 წლის ქართველი „ლიდია ტონის“ ცირკში ვეფხვების გალიაში შევარდა, რის შედეგადაც ვეფხვმა ის დაგლიჯა.
როგორც იტალიური გამოცემა Il Fatto Quotidiano იუწყება, საქართველოს მოქალაქე, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იყო. ვიდრე გალიაში შევიდოდა, ის სრულად გაშიშვლდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
უწყების ცნობით, საქართველოს საკონსულო კონტაქტზეა კლინიკასთან, სადაც დაშავებული მკურნალობს.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი
