ზუგდიდში მეოთხე დღეა დაკარგულ მოზარდს ეძებენ
ზუგდიდში მეოთხე დღეა ოჯახი 14 წლის გოგოს ეძებს. დაკარგულის დედის ინფორმაციით, მათ პოლიციას უკვე მიმართეს.
„ჩემი მეორე შვილი უნდა დაკითხონ. იმ დღეს, როდესაც ნინო დაიკარგა, ერთად იყვნენ. მაღაზიაში გავიდნენ, ჩემი შვილი შიგნით შევიდა მეორე კი გარეთ ელოდებოდა. მაღაზიიდან გამოსულს კი და გარეთ არ დახვდა. ვერაფერს ვერ ვიტყვი, არანაირი ვერსია არ მაქვს. იტალიაში ვიყავი, ერთი კვირაა რაც ჩამოვედი, არ ვიცი სად შეიძლება იყოს. პოლიციაში მეუბნებიან დაგეხმარებითო“, - ამბობს დედა.
როგორც შს სამინისტროში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით შექმნილია სამძებრო ჯგუფი და მოზარდს ორი დღეა რაც ეძებენ.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი
