საქართველოში თოვლი, ნისლი და ქარბუქია მოსალოდნელი
27 დეკემბერს საქართველოში ამინდი გაუარესდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან თოვლის სახით, ასევე, ნისლი და ქარბუქი.
რაც შეეხება ტემპერატურას, საქართველოში დღეს ჰაერის ტემპერატურა 2-7 გრადუსი იქნება. „დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმაც, ზოგან თოვლჭყაპი. აღმოსავლეთ საქართველოში კი ნალექი უმეტესად თოვლის სახით იქნება“, - აღნიშნა სვეტლანა ნიორაძემ.
სინოპტიკოსების პროგნოზით, უამინდობა 28 დეკემბერსაც შენარჩუნდება. დასავლეთ საქართველოში ისევ ნალექიანი ამინდი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში კი დღისით გამოიდარებს.
სიახლეები
- ზღვაზე შტორმული ღელვა – როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- სარფში მებაჟე ოფიცრებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს
- ,,ნიპა-ვირუსის სიმპტომები ძალიან ჰგავს გრიპს, ახასიათებს ცხელება, ყელის, თავისა და კუნთების ტკივილი” – მაია ბუწაშვილი
- მნიშვნელოვანი ინფორმაცია ემიგრანტებისთვის
- დაღუპულია 8 ადამიანი - ავარია თურქეთში
