როგორი ამინდია მოსალოდნელი ხვალ საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,
30 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით მოიმატებს ღრუბლიანობა, მოსალოდნელია ზოგან ნალექი, მთაში თოვლის სახით. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ-ში, ჰაერის ტემპერატურა დაბლობში ღამით -1, +4° იქნება, დღისით +6, +11°; მთაში ღამით -6, -1°, დღისით 0, +5°; მაღალმთაში ღამით -9 -4°, დღისით -5, 0°. აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. ზოგან შესაძლებელია მცირე ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა ბარში ღამით -6, -1° იქნება, დღისით +2, +7°; მთაში ღამით -11 , -6°, დღისით -2, +3°; მაღალმთაში ღამით -14, -9°, ზოგან -18°-მდე, დღისით -5, 0°. ზოგან -8°-მდე.
30 დეკემბერს, თბილისში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა ღამით -3°, დღისით +6° იქნება.
ამასთან, კობი-გუდაურში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა ღამით -20, -15°, დღისით -6, -1° იქნება.
სიახლეები
- დენი რამდენიმე დღეში გაძვირდება, წყალი - 1 წლის შემდეგ, გაზის ტარიფი თითქმის უცვლელი დარჩება
- "მადლიერების გრძნობა ჩვენს სულიერ ცხოვრებაში ძალიან დიდი, ნათელი და მოზეიმე ძალაა" - მეუფე შიო
- "დღეს ჩვენ იგივე მივიღეთ – კლასიკური პოლიტიკური შანტაჟის მსხვერპლი ხდება საქართველო" - ზვიად შალამბერიძე ევროკომისიის ანგარიშზე
- 21 დეკემბრიდან 9 იანვრის ჩათვლით შსს რუსთაველზე საპროტესტო მსვლელობის მოწყობას ზღუდავს
- "მნიშვნელოვანი რომ არ იყოს, იძულებულები არ იქნებიან, ყოველდღე რაღაცით ამ პროტესტის გაჩერება სცადონ - ვერ აჩერებენ და ვერ გააჩერებენ!" - სალომე ზურაბიშვილი
