2023 წელს შემოწმებული 155 დასახელების სათამაშოდან 57-ზე ბაზრიდან ამოღების დადგენილება გაიცა
2023 წელს შემოწმებული 155 დასახელების სათამაშოდან 57-ზე ბაზრიდან ამოღების დადგენილება გაიცა.
უფრო კონკრეტულად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს მიერ საჯარო ინფორმაციის საფუძველზე „ინტერპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სათამაშოებში შეუსაბამობას წარმოადგენდა მცირე ნაწილების გამოყოფა.
“2023 წლის განმავლობაში შემოწმდა 155 დასახელების სათამაშო, საიდანაც 149 სათამაშო შემოწმდა ტექნიკურად, 3 სათამაშო დოკუმენტურად, ხოლო 3 სათამაშო დოკუმენტურად და ტექნიკურად. აქედან 57 სათამაშოს შემთხვევაში გამოიცა პროდუქტის ბაზრიდან ამოღების დადგენილება, სადაც შეუსაბამობას წარმოადგენს სათამაშოში მცირე ნაწილების გამოყოფა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, მცირე ნაწილების გადაყლაპვამ, შესაძლოა, რესპირატორული გართულებები გამოიწვიოს.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
