ჯვარი-მესტიის გზაზე კლდის ნაწილი ჩამოიშალა, რის გამოც ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებულია
მესტიის გზაზე კლდის ნაწილი ჩამოიშალა, რის გამოც ამ დროისთვის ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეჩერებულია.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში განმარტავენ, რომ ქვათაცვენის შეჩერების შემდეგ გაწმენდითი სამუშაოები დაიწყება.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
„ამ მომენტისთვის გზა დაკეტილია. როგორც კი ქვათაცვენა შეჩერდება, გაწმენდითი სამუშაოები დაიწყება. ამ დროისთვის ჯვარი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია“, - აღნიშნავენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
