თბილისში დაკარგული კაცის ძებნას პოლიცია განაგრძობს
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გრძელდება კაცის ძებნა, რომლის დაკარგვის შესახებაც სოციალურ ქსელში 15 იანვარს გაავრცელა ინფორმაცია მისმა ცოლმა.
დაკარგული დათი გავაშელის ცოლი და მეგობრები ახალგაზრდა კაცს 15 იანვრის 17:00 საათის შემდეგ ეძებენ. ახლობლების თქმით, ის ლაბრადორის ჯიშის ძაღლთან ერთად დიღმის მასივის ტერიტორიაზე უნდა ყოფილიყო.
ფეისბუკზე გუშინვე გავრცელდა ქუჩის სათვალთვალო კამერებით გადაღებული კადრები, რომლებშიც ჩანდა მამაკაცი ქურთუკით, მოგვიანებით კი მოკლესახელოებიანი მაისურით კვლავ ძაღლთან ერთად.
16 იანვრის დილის მონაცემებით, აღმაშენებლის ხეივანზე ახლობლებმა იპოვეს კაცთან ერთად მყოფი ძაღლი, რომელთან სიახლოვესაც შენიშნეს თვითონ დათი გავაშელიც, რომელსაც შავი ფერის ჰუდი ეცვა. თუმცა იგი ადგილიდან მიიმალა.
დათი გავაშელის ძებნაში დახმარება ოჯახმა ითხოვა. მისი ფოტოს და საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ ფეისბუკპოსტს 16 იანვრის შუადღისთვის 11 ათასი ადამიანი აზიარებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, გასული წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში 74 ადამიანი დაიკარგა, მათგან 39 იპოვეს. მოსაძებნი დარჩა 28 ადამიანი. დაკარგულთაგან ყველაზე მეტი, 33 ადამიანი, 25-დან 45 წლის ასაკისა იყო.
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე
