ბათუმში ახალშობილი გარდაიცვალა - ოჯახი მომხდარში ექიმებს ადანაშაულებს
ბათუმში ახალშობილი გარდაიცვალა. გარდაცვლილის ოჯახი მომხდარში ბათუმის სამედიცინო ცენტრის ექიმებს ადანაშაულებენ.
მათი ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალის ორსულობის პერიოდი გართულებების გარეშე მიმდინარეობდა, თუმცა ექიმების მიერ არასწორი პრეპარატის მიღების შემდეგ პაციენტს ნაადრევი მშობიარობა დაეწყო. ოჯახის თქმით, ახალშობილი დაბადებიდან მეორე დღეს დაიღუპა.
ისინი შესაბამის უწყებებს მიმართავენ საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით და ექიმების დასჯას მოითხოვენ.
ოჯახის ინფორმაციით, ქალმა ბათუმის სამედიცინო ცენტრში 3 თებერვალს იმშობიარა, ახალშობილი კი დაბადებისთანავე კლინიკა „მედინას“ რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მეორე დღეს გარდაიცვალა.
კლინიკის ადმინისტრაცია ბრალდებას უკვე გამოეხმაურა. როგორც კლინიკაში განმარტავენ, ახალშობილი სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა, თუმცა ბათუმის სამედიცინო ცენტრი საქმის შესწავლის პროცესში კომისიასთან ითანამშრომლებს.
„მიუხედავად იმისა, რომ ახალშობილი სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა, მოქმედი რეგულაციით, ახალშობილის გარდაცვალება სავალდებულოდ ითვალისწინებს შემთხვევის შესწავლას ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი კომისიის მიერ. ბათუმის სამედიცინო ცენტრი აქტიურად ითანამშრომლებს კომისიასთან შესწავლის პროცესში და იმოქმედებს კომისიის დასკვნისა და მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, დამატებითი კომენტარი არ გაკეთდება“,- აცხადებენ კლინიკაში.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი
