2023 წელს, საგზაო შემთხვევებისას 7 310 ადამიანი დაშავდა და 442 გარდაიცვალა, რაც წინა წლის გარდაცვალების მაჩვენებელთან შედარებით 5%-ით მეტია
2023 წლის მაჩვენებლებით, საგზაო შემთხვევების შედეგად საქართველოში სულ დაშავდა 7 310 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 442 ადამიანი, რაც წინა წლის გარდაცვალების მაჩვენებელთან შედარებით, დაახლოებით, 5%-ით გაზრდილია, - ამის შესახებ ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხების ექსპერტმა, ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორმა, ირაკლი იზორიამ განაცხადა.
მისივე თქმით, საგზაო შემთხვევების გამომწვევ მიზეზთა შორის პირველ ადგილს სიჩქარის გადაჭარბება, მეორე ადგილს კი, მანევრირების წესების დარღვევა იწვევს.
„ჩვენ წლებია ვაკვირდებით საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების სტატისტიკას და აქედან გამომდინარე, ერთი წინადადებით თუ ვიტყვით- ძალიან რთული მდგომარეობა გვაქვს. წლიდან წლამდე ისეთი ცვლილებები არ არის, რომ გაუმჯობესებული მაჩვენებლები გვქონდეს. 2023 წლის მაჩვენებლებით, საქართველოში სულ დაშავდა 7 310 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 442 ადამიანი, რაც წინა წლის გარდაცვალების მაჩვენებელთან შედარებით, დაახლოებით, 5%-ით გაზრდილია. რაც შეეხება გამომწვევ მიზეზებს, პირველ ადგილას არის სიჩქარის გადაჭარბება, შემდეგ მოდის მანევრირების წესების დარღვევა ანუ გადასწრება და შემხვედრ ზოლში გადასვლა. თავად სიჩქარის გადაჭარბების ფაქტები ვიდეოჯარიმების მიხედვით, 30%-ით არის გაზრდილი. გვაქვს, ასევე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევით გამოწვეული საგზაო შემთხვევები, რომელიც აღემატება 50 ათას საგზაო შემთხვევას, ამას ემატება იმ 5000 ათასი შემთხვევა, რომელზეც სისხლის სამართლებრივი დევნაა დაწყებული. აქედან, თბილისში არის მომხდარი 30 ათასი საგზაო შემთხვევა, ადმინისტრაციული წესით“,- განაცხადა ირაკლი იზორიამ მედიაჰოლდინგ „კვირას" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ამასთან, როგორც ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხების ექსპერტმა აღნიშნა, მთლიანი საგზაო შემთხვევების 34%-ში დაფიქსირდა ფეხით მოსიარულეთა გარდაცვალება, რაც ძალიან დიდი მაჩვენებელია.
„აქვე დავამატებ, რომ რეალურად სტატისტიკა, რომელიც ქვეყანაში გვაქვს, არ არის სრული სტატისტიკა. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ვლაპარაკობთ საპატრულო პოლიციის დაქვემდებარებაში არსებულ გზების საკითხზე, თუმცა არსებობს გზების 50%, სადაც პატრული საერთოდ არ არის, ეს არის მაღალმთიანი რეგიონები, დაბები და ა.შ. და თუ ამ სტატისტიკასაც დავუმატებდით, აუცილებლად გაიზრდებოდა მაჩვენებლები“, - განაცხადა იზორიამ.
სიახლეები
- “როგორც ჩანს, გერმანიის ელჩი მოცლილია, მინდა, კომისიაზე დასწრება შევთავაზო” - წულუკიანი
- ლარის კურსი
- “ბატონო ელჩებო! ჩვენს კომისიაზე არის ადგილი, დაბრძანდით, უსმინეთ და შემდეგ გააკეთებთ ინფორმირებულ შეფასებებს, თუ ვინ იყო მიხეილ სააკაშვილი“ – თეა წულუკიანი
- “თუ მეკითხებით, როგორია ჩვენი პოზიცია, ვემზადებით ამ არჩევნებისთვის” - ლილუაშვილი თვითმმართველობის არჩევნებზე
- “ძალადობრივ ექსტრემიზმს ერთი სახე აქვს ლოს-ანჯელესშიც, ბერლინშიც, პარიზშიც და თბილისშიც; ნიღაბი ერთნაირად მალავს მოძალადეების სახეს, “მოლოტოვის კოქტეილი” ერთნაირად წვავს პოლიციელებს” – პაპუაშვილი