საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია 5 ივნისს დაიწყება
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ საზაფხულო საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია 5 ივნისს, 10:00 საათზე დაიწყება და ივნისის ბოლომდე გაგრძელდება. რეგისტრაცია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებსაიტზე ელექტრონულად წარიმართება.
ბაღებში ჩაირიცხებიან თბილისის საჯარო ბაღებში რეგისტრირებული 2-დან 6 წლამდე აღსაზრდელები, მათ შორის, ის ბავშვები, რომლებიც სექტემბერში პირველი კლასის მოსწავლეები გახდებიან.
თბილისის მერის თქმით, საზაფხულო ბაღების პროექტის ფარგლებში წელს 45-ის ნაცვლად, 50 საბავშვო ბაღი იმუშავებს და 18 000-მდე აღსაზრდელს მოემსახურება. 50 საზაფხულო ბაღში 3 100 თანამშრომელი იმუშავებს, რომლებიც გაორმაგებულ ანაზღაურებას მიიღებენ. პროექტი დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტიდან 6 მილიონამდე ლარით დაფინანსდება.
„საბავშვო ბაღები შერჩეულია გეოგრაფიული პრინციპით, რათა თბილისის ყველა უბნის მცხოვრებლებისთვის თანაბრად იყოს ხელმისაწვდომი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის საზაფხულო ბაღების სია იხილეთ აქ.
სიახლეები
- “მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება მივმართო ევროპელ ლიდერებს” – ირაკლი კობახიძე
- ტრამპმა ირანის ახალი სამშვიდობო წინადადება უარყო
- სამართალდამცველებმა 1 კილოგრამამდე „კოკაინი“ ამოიღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
- მსოფლიო საკრუიზო გემზე ვირუსის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა
- პოლიტიკასლაიდერი საქართველო არის საყრდენი ქვეყანა რეგიონულ დაკავშირებადობასა და საზღვართშორის სატრანსპორტო დერეფნებში – ADB-ის წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში
