დღეს, ქუთაისში "USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის" აკადემიური წლის შედეგების საპრეზენტაციო შეხვედრა გაიმართა
დღეს, რესტორან “რერო” -ში, იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტიდან, 93 საჯარო სკოლის მონაწილეობით "USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის" აკადემიური წლის შედეგების საპრეზენტაციო შეხვედრა გაიმართა.
შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო: პროექტში ჩართული იმერეთის რეგიონის 93-ვე პარტნიორი სკოლა, იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების საგანმანათლებლო რესურს ცენტრების ხელმძღვანელები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ადგილობრივი მედია ორგანიზაციები და ადგილობრივი ბიზნეს სექტორი. ასევე, პროექტის განმხორციელებელი PH-international და სხვა პარტნიორი ორგანიზაციები.
ღონისძიებაზე პროგრამის ფარგლებში შექმნილი გეიმიფიცირებული პროგრამის „ღია თვითმმართველობის“ გამარჯვებულების დაჯილდოება მოხდა. გამოვლინდა იმერეთის რეგიონში 2024 წლის საუკეთესო მოსწავლეთა თვითმმართველობა, რომელსაც გადაეცა შესაბამისი ჯილდოები.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ პარტნიორი სკოლის წარმომადგენლები, რომლებმაც გასული აკადემიური წლის შედეგებზე ისაუბრეს.
"დღეს, USAID სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში შევაჯამეთ ერთი წელი. ძალიან საინტერესო, მრავალფეროვანი და ნაყოფიერი გასული წელი გვქონდა, რომელმაც შედეგად მოგვცა უფრო გაძლიერებული მოსწავლეთა თვითმმართველობები. წლის შემაჯამებელ შეხვედრაზე მოსწავლეების მიერ მოყოლილი ამბები არის ჩვენი მუშაობის წარმატების ამსახველი, გვიხარია რომ პროგრამამ მათ მისცა უნარ-ჩვევები და შესაძლებლობა იყვნენ უფრო პასუხისმგებლიანი მოქალაქეები, გვეამაყება ჩვენი პროგრამის ფარგლებში მიღწეული წარმატებები, რომ ზოგი სკოლის მოსწავლემ შეძლო და მოიპოვა უფასო ტრანსპორტირება, ზოგმა ჩამოაყალიბა სამეწარმეო კლუბი და მიღებული შემოსავლით სკოლას აძლიერებენ. ეს და სხვა საინტერესო შედეგები გვაქვს დღეს იმერეთის 93 სკოლაში. წინ კიდევ გველოდება უფრო საინტერესო სამუშაო პერიოდი," - განაცხადა FirstNews.ge- თან საუბარში პროგრამის კოორდინატორმა ლანა თოთაძემ.
შეგახსენებთ, რომ პროგრამას ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH International ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი" წარმოადგენს პროგრამის რეგიონულ პარტნიორ ორგანიზაციას იმერეთში.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"