"საქართველოსა და ჩინეთს შორის უვიზო მიმოსვლა და პირდაპირი რეისები ორ ქვეყანას შორის ახალი ტურისტული ნაკადების გენერირებას ხელს შეუწყობს" - ირაკლი ქარქაშაძე
საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის უვიზო რეჟიმის ორმხრივად ამოქმედების შემდეგ, ჩინეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ავიაკომპანია China Southern-მა ურუმჩი-თბილისი-ურუმჩის მიმართულებით პირდაპირი ფრენები კვირაში 4-დან 7-მდე გაზარდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის შეფასებით, საქართველოსა და ჩინეთს შორის უვიზო რეჟიმის ამოქმედება და ყოველდღიური პირდაპირი ფრენები ხელს შეუწყობს ახალი ტურისტული ნაკადების გენერირებას და საქართველოს ავიაბაზარზე აზიური ავიაკომპანიების წილის ზრდას.
„მოხარულები ვართ, რომ ავიაკომპანიასთან ჩვენი შეხვედრიდან ზუსტად 1 თვის შემდეგ China Southern-ი თბილისიდან ფრენის სიხშირეებს ზრდის და ამას რა თქმა უნდა ხელი, ჩვენს ქვეყნებს შორის უვიზო რეჟიმის ამოქმედებამ შეუწყო. ყოველდღიური ფრენები და უვიზო მიმოსვლა მნიშვნელოვანი ფაქტორია ახალი ტურისტული ნაკადების მოზიდვასა და ჩვენს ბაზარზე აზიური ავიაკომპანიების წილის ზრდაში. ჩვენი შემდეგი ამოცანაა, რომ ეტაპობრივად გავზარდოთ ფრენების არეალი ჩინეთის სხვა ქალაქებიდან და პირველ რიგში, ერთმანეთთან დედაქალაქები დავაკავშიროთ“, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
