საქართველოში, რეგიონში უნიკალური, აუტიზმის კომპლექსური ცენტრი აშენდება
საქართველო იქნება რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელიც აუტიზმის კომპლექსურ ცენტრს ააშენებს,- აუტიზმის ეროვნული ცენტრის მშენებლობისპროექტის პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დაესწრო.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, სიმბოლურია, რომ აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეს დღეს საქართველოში ეროვნული ცენტრის მშენებლობა იწყება. მამუკა ბახტაძემ მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც ბოლო ათწლეულების განმავლობაში აუტიზმის მქონე ბავშვებისა და ზრდასრულების განვითარებისთვის საჭირო სერვისების დანერგვაში მონაწილეობდა.
„მსურს დიდი მადლობა გადავუხადო კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ამ ეროვნულ საქმეში. მინდა მოვუწოდო სხვა კომპანიებსაც და ქართველ მეწარმეებსაც, მეტად იაქტიურონ ამ მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, აუტიზმის ეროვნული ცენტრი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების ცხოვრებას და მათ ინტეგრაციას საზოგადოებაში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ასევე თბილისის მერიას წლების განმავლობაში პროგრამის მხარდაჭერისთვის.
პროექტის პრეზენტაციას მამუკა ბახტაძე მთავრობის წევრებსა და თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად დაესწრო.
აუტიზმის ეროვნული ცენტრს „აუტიზმის კვლევისა და ხელისშეწყობის ფონდი" ააშენებს. რეგიონული მნიშვნელობის ცენტრი ცენტრი მოემსახურება16 წლის ასაკის ზემოთ აუტიზმის მქონე ადამიანებს. ცენტრში არსებული სერვისები მათ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებისა და მათი უნიკალური უნარების განვითარებაში დაეხმარება.
სიახლეები
- საქართველოს რკინიგზა 21 და 22 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის და თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს
- "საქართველოში არჩევნების გაყალბება და საგარეო კურსის შეცვლა მოგონილი თემებია, სიმართლე ჩვენს მხარესაა და მოსახლეობა მხარს ჩვენ გვიჭერს"
- "ჩვენ ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი ჩვენთვის მიუღებელია - შანტაჟის ქვეშ ეროვნული საქმე არ კეთდება"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 აპრილისთვის
- "ყოველთვის ვთვლიდით, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან არსებული კოორდინაციის პლატფორმა მნიშვნელოვანი ფორმატია საერთო მიზნებისთვის, ვაგრძელებთ თანამშრომლობას"