" ვნახეთ ჩვენი ბიჭების ღირსეული თამაში საქართველოს ნაკრების სახელით ევროპის ჩემპიონატზე, მათი ბოლომდე ბრძოლის ჟინი და შემართება - წარმატებები ეროვნულ ნაკრებს და ჩვენს ქვეყანას " - კახა კალაძე
ჩვენ ვნახეთ ჩვენი ბიჭების ღირსეული თამაში საქართველოს ნაკრების სახელით ევროპის ჩემპიონატზე - ვნახეთ მათი ბოლომდე ბრძოლის ჟინი და შემართება, - წერს თბილისის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში, რითაც ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების პირველ მატჩს ეხმაურება.
როგორც კალაძე წერს, წინ მნიშვნელოვანი მატჩები გველოდება, სადაც ეროვნული ნაკრები მეტი მონდომებით წარსდგება.
„მადლობა გიორგი მიქაუტაძეს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით გატანილი პირველი გოლისთვის!
მადლობა ნაკრების თითოეულ წევრს დღევანდელი დღისთვის!
წინ მნიშვნელოვანი მატჩები გველოდება, სადაც ეროვნული ნაკრები კიდევ უფრო მეტი შემართებით, მეტი მონდომებით წარსდგება.
წარმატებები ეროვნულ ნაკრებს და ჩვენს ქვეყანას!“,- წერს კალაძე „ფეისბუქზე“.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად თამაშობს. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი თურქეთთან გამართა. შეხვედრა 3:1 თურქეთის ნაკრების სასარგებლოდ დასრულდა. 22 ივნისს საქართველოს ნაკრები ჰამბურგში ჩეხეთს დაუპირისპირდება, ხოლო 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს.
სიახლეები
- “ხაზარაძე ვირტუალურ არაბ ურდოებს რომ ებრძვის, ამაზე სევდიანი მარტო არაჟნის კონტეინერით შემოგელვებული და “ჯღან უცხოელებთან” მებრძოლი მიშა იყო” - თამარ ჩერგოლეიშვილი
 - “ეს არის ჯგუფი, რომელმაც ჩააგდო ანაკლიის პროექტი და ახლა სურთ, რომ EMAAR-ის გრანდიოზულ ინვესტიციას შეუშალონ ხელი” - წილოსანი “ლელოზე”
 - 138 დრონი და 12 რაკეტა - რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მორიგი შეტევა მიიტანეს
 - „რუსთავი 2-ის“ ყოფილი დირექტორი ვაკო ავალიანი კატარში ელჩად ინიშნება
 - მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 121 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
 
		
											
											
		  	
															
															
															
															
															
															
															
															
															
															
															
															
															
															
															
															
															
															
															